საბუნებისმეტყველო ეს მიკროსკოპული ცხოველი 24,000 წლის შემდეგ გაცოცხლდა 2021, 8 ივნისი, 8:04 მიკროსკოპული არსება 24000 წლის განმავლობაში არქტიკულ მუდმივ ყინვაში გალღობის შემდეგ აღდგა. ეს არის Bdelloid rotifers. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრობენ წყლიან გარემოში და აქვთ გადარჩენის წარმოუდგენელი უნარი. Rotifers–ს აქვს მკაცრი გარემოში გადარჩენის წარმოუდგენელი უნარიკვლევას რუსი მეცნიერები ატარებდნენ ციმბირის გაყინულ ნიადაგში საბურღი დანადგარის მეშვეობით. მრავალუჯრედიანმა ცხოველმა გაძლო ათიათასობით წელი კრიპტობიოზის მდგომარეობაში (ორგანიზმის მდგომარეობა ცოცხალსა და მკვდარს შორის). ეს აღმოჩენა ფენტეზი მწერლის ოცნება თუ იქნებოდა. მეცნიერებს აქამდეც ჩაუტარებიათ მსგავსი კვლევა, და აღმოუჩენიათ, რომ rotifer-ები გაყინვის შემდეგ 10 წლის შემდეგ კვლავ ცოცხლდებოდნენ. ახალ კვლევაში, კი მკვლევარებმა წარმოუდგენელი რიცხვი დაასახელეს. ციმბირის პერმაფროსტიდან (მრავალწლოვანი მზრალობა, დედამიწის ქერქის გაცივებული ქანები) ამოიღებული ნიადაგი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის დაახლოებით 24 000 წლის წინანდელია. კვლევა გუშინ გამოქვეყნდა ჟურნალში Current Biology. ეს არის Rotifers-ის გვერდითი ხედი, რომელიც 24000 წლის განმავლობაში გაყინული იყო და გალღობის შემდეგ გაცოცხლდამეცნიერების ვარაუდით, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი, უფრო დიდი ცხოველების ფორმები ვერ გადარჩება ამ გზით, რადგან რაც უფრო რთულია ორგანიზმი, მით უფრო რთულია მისი შენარჩუნება. იმის გასაგებად, თუ როგორ გადარჩა არსება ამდენი ხნის განმავლობაში გაყინულ მიწაში, მკვლევარებმა გაყინეს და გაალღვეს პერმის მხარეში არსებული rotifer-ები. მათ აღმოაჩინეს, რომ არსებებს შეუძლიათ გაუძლონ ყინულის კრისტალების წარმოქმნას, სანამ ისინი ნელა გაიყინებიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერ გადაურჩა გაყინვის პროცესს, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არსებებს აქვთ ისეთი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დაიცვას მათი უჯრედები და ორგანოები ზიანისგან, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. 169 1-ს მოსწონს
|