x
image
ნინო ხიმშიაშვილი
ამ რუკაზე ნაჩვენებია, თუ რა მანძილი გადაიფრინა არწივმა ერთ წელიწადში, ისე რომ ზღვის თავზე არ მოხვედრილიყო
image


არწივები დიდებული არსებები არიან - არა მხოლოდ მათი გარეგნობის გამო, არამედ მათი ინტელექტისა და მტაცებლური, წარმოუდგენელი უნარების გამო. გასაკვირი არ არის, რომ ისინი მთელი ერებისა და ქვეყნების სიმბოლოები არიან, მას გამოსახავენ ეროვნულ ემბლემებზე, მონეტებსა და ხელოვნების ნიმუშებზე.


თუ ოდესმე გიფიქრიათ ამ გრანდიოზული ფრინველის მოგზაურობის შესახებ? შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოცემულ რუკაზე მისი ფრენა ერთი წლის მანძილზე. აქ ყველაზე მეტად გასაოცარია არა ის თუ რამდენი მანძილი და ქვეყანა მოიარა, არამედ ის თუ, როგორ იფრინა მხოლოდ ხმელეთით და ზღვის გადაფრენა თავიდან აიცილა.


image

ამ რუკაზე ნაჩვენებია 20 არწივის ყველა მოგზაურობა ერთ წელიწადში




საუდის არაბეთის ჯიზანის რეგიონიდან ახალგაზრდა კაცმა, ფაჰდ ქაშმა, ფეხით სიარულისას ჭაობში რაღაც იპოვა.

რაც მან აღმოაჩინა, იყო სტეპის მკვდარი არწივი, რომელსაც კისერზე GPS ტრეკერი ჰქონდა მიმაგრებული. უფრო ახლოს შემოწმებისას, მამაკაცმა დაინახა, რომ მოწყობილობას მფლობელის ელექტრონული ფოსტა ეწერა, გამაფრთხილებელი წარწერით: "თუკი იპოვით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, naurzum@mail.ru".


image

ფაჰდ ქაშმა აღმოაჩინა მკვარი არწივი და მასზე დამაგრებული ჯიპიესი



როგორც შემდეგ გაირკვა, არწივს GPS ყაზახეთში დაუმონტაჟეს.

თვალთვალის მოწყობილობამ გადაარჩინა ფრინველის მიგრაციის ყველა რუკა. აღმოჩნდა, რომ მეცნიერები აკეთებდნენ ექსპერიმენტს, სადაც მათ GPS-ი სავარაუდოდ 20 არწივზე მიამაგრეს და აღნიშნეს თითოეული ადგილი, სადაც ისინი მოგზაურობდნენ. მტაცებელმა ფრინველებმა გადალახეს მრავალი ქვეყანა, მაგრამ, საინტერესოა, რომ ზღვაზე გადაფრენის გარეშე.

image




ფრინველების მრავალი სახეობა მთელ სიცოცხლეს ზღვის თავზე ფრენაში ატარებს, მაგრამ როგორც ექსპერიმენტიდან ჩანს ამ არწვიებმა ისე მოახერხეს, რომ მხოლოდ ხმელეთით ეფრინათ. ერთი-ერთი არწივი კი, რომელიც ფაჰდ ქაშმა იპოვა, საუდის არაბეთში დაიღუპა.


image




მკვლევართა ჯგუფმა, სახელწოდებით "ბრიტანული ჩიტები", 16 სტეპის არწივზე დაკვირვებით გაარკვია, რომ მათი ფრენისას ყველაზე გრძელი მანძილი იყო 355 კმ.

მეცნიერებმა ასევე აღრიცხეს, რომ სრული წლიური ციკლის განმავლობაში, არწივი ხარჯავს დაახლოებით 31.5%-ს გამოზამთრებაში, 41, 9%-ს - გამრავლებაში და დანარჩენ 26, 6%-ს - მიგრაციაზე. ეს სტატისტიკა, ისევე როგორც რუკა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არწივები მუდმივად მოძრავი და გადამფრენი არსებები არიან, რომლებიც სიცოცხლეში იმაზე მეტს მოგზაურობენ, ვიდრე წარმოგვიდგენია.


image






2
915
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
915
  
2021, 25 მაისი, 11:37
კავკასსიონი ფარივითაა ისე
2021, 25 მაისი, 6:41
ამ ბედკრულ საქართველოზე მთების გამო არ უფრენენ ?!
0 1 2