x
image
არჩილ ვერულიძე
საინტერესო ფაქტი

image
325 წელს კონსტანტინე დიდმა მოიწვია პირველი საეკლესიო კრება ნიკეაში, რამაც ყველანაირად შეუწყო ხელი ქრისტიანობის გავრცელებას; იმავე წელს მან გამოაქვეყნა თავისი ედიქტი ბერიტაში (ახლანდელი ბეირუთი), სადაც დაგმო "სისხლიანი თამაშები" მთელ რომის იმპერიაში.

ამიერიდან სასამართლოებს დაევალათ კრიმინალების გაგზავნა არა „ასპარეზზე“, არამედ მძიმე შრომით მაღაროებში. ამის მიუხედავად, ქრისტიანული ეკლესია ჯიუტად აგრძელებდა სისხლიანი გართობების საბოლოო აკრძალვის ხერხის ძიებას. 357 წელს იმპერატორმა კონსტანტინე II-მ აუკრძალა ყველა რომაელ ჯარისკაცს და ოფიცერს გლადიატორთა სკოლებში ნებაყოფლობით ჩარიცხვა. რვა წლის შემდეგ, 365 წელს, იმპერატორმა ვალენტინიანემ დაადასტურა კონსტანტინეს ბრძანებულება, რომელიც უკრძალავდა რომაელ მოსამართლეებს დამნაშავეების "ასპარეზზე" გაშვებას სასჯელის სახით, ხოლო 399 წელს იმპერატორმა ჰონორიუსმა დახურა უკანასკნელი გლადიატორული სკოლები. გლადიატორთა ბრძოლების საბოლოო და აბსოლუტური აკრძალვა მოხდა უთი წლის შემდეგ.

ამის მიზეზი კიროსის ეპისკოპოს თეოდორეტეს მიერ (დაახლოებით 393-460 წწ.) აღწერილი შემთხვევა გახდა. 404 წელს არენაზე გადახტა ვიღაც ტელემაქე, ქრისტიანი ბერი მცირე აზიიდან, შევარდა მებრძოლებს შორის და ცდილობდა მათ განცალკევებას. ეს გულმოდგინება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა: განრისხებული ბრბო თავს დაესხა მშვიდობისმყოფელს და დაანაწევრა იგი.

თუმცა, ტელემაქეს მსხვერპლშეწირვა უშედეგო არ ყოფილა: იმპერატორმა ჰონორიუსმა მოწამეობრივი სიკვდილის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა სამუდამოდ აკრძალა გლადიატორთა თამაშები.

0
177
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0