საზოგადოება „მატრიცა“-ს II სერია /TEN WALLS & DUSTY KID/ და „მუზა" საფესტივალო სივრცე 2023, 27 მარტი, 16:55
„საქართველოს კულტურის ცენტრი“-ს ინიციატივით, დაფუძნდა პროექტი „მატრიცა“, რომლის მიზანია კულტურის სფეროში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისა და ფესტივალების განხორციელება. აგრეთვე ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.
„მატრიცა“-ს II სერია 31 მარტს გაიმართება მუსიკალური საღამო, სადაც წარმოდგენილი იქნება ვიზუალური ხელოვნებისა და ელექტრონული მუსიკის ჰარმონიული შერწყმა. სტუმრების წინაშე წარდგებიან მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსშემსრულებლები: TEN WALLS და DUSTY KID. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ: TKT.GE-ზე. დასაწყისი 23:00 საათზე. „მუზა" საფესტივალო სივრცე 29, 30, 31 მარტს შიდა და გარე სივრცეში განხორციელდება სხვადასხვა ნიჭიერი ხელოვანებისა და მეწარმეების მიერ შექმნილი, როგორც ნამუშევრების ასევე პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ხელოვანები და მეწარმეები. პროექტში აქტიურად ჩართულია - სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების მობილიზებასა და ნამუშევრების სელექციას, ორგანიზატორებთან ერთად. გამოფენაზე დასწრება უფასოა. პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა. მსურველებმა მოგვწერეთ „საქართველოს კულტურის ცენტრი"-ს ფბ-გვერდზე. პროექტი გაიმართება პ.მელიქიშვილის გამზ. N12 (ყოფილი სასტუმრო საქართველოს შენობა). ღონისძიების მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მერია, ტურიზმის ადმინისტრაცია და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 8 შეფასება არ არის
|