საზოგადოება რატომ თქვა ''წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგომ'' გურული ფონდის სტიპენდიაზე უარი 2023, 25 მარტი, 14:49 სალომე კენჭიაშვილმა, რომელიც ცნობილია მარტის აქციებიდან, როგორც ''წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგო'' უარი თქვა ''გურული ფონდის'' მიერ დანიშნულ სტიპენდიაზე. ამის შესახებ, ფეისბუქის პოსტში სალომეს დამ, სოფია კენჭიაშვილმა რამდენიმე საათისდ წინ განაცხადა. ''არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი. ნებისმიერი ტიპის ძალადობის მერე "მაგრამ" არ იწერება'', - ნათქვამია სოფიას განცხადებაში.
საქმე იმაშია, რომ სოფია კენჭიაშვილი ორი წლის წინ გურული ფონდის ხელმძვანელს გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, მისი თქმით, მწერალი მას შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.
სწორედ ეს გარემოება გახდა სალომეს უარი ეთქვა სტიპენდიაზე.
''გურული ფონდის'' ხელმძვანელმა გიორგი კეკელიძემ სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე მას შემდე განაცხადა, რაც ''რადიო თავისუფლების'' ვიდეო გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა ვინ იყო გოგო წითელ სპორტულებში, რომელიც აქციის ღამეს რობოკოპების წყლის ჭავლზე ცეკვავდა.
სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გიორგი კეკელიძემ პოსტი 14 მარტს გამოაქვეყნა:
''მარო მაყაშვილი ცოცხალი რომ იყოს დღეს და ახლა, გამო*ლევდებოდა, რომ გაეგო, თუ ვის მიერ დაინიშნა მსგავსი სახელობის სტიპენდია.
სალომე აუარებს ამ სტიპენდიას, თუ ძალიან უნდა ეროვნულ ბიბლიოთეკას (და არა გიორგი კეკელიძეს), შეუძლია სალომესთვის გამოყოფილი თანხა ჩაურიცხოს მას, ვისაც ეს მართლა სჭირდება'' - წერია სოფია კენჭიაშვილის პოსტში.
103 შეფასება არ არის
|