საზოგადოება რატომ თქვა სალომე კენჭიაშვილმა უარი გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე? 2023, 25 მარტი, 12:07 „წყლის ჭავლთან მოცეკვავე" გოგონა, ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი და 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს მიიღოს მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდია, რომლის იდეაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.
მარო მაყაშვილის სტიპენდია 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში გადაეცემოდა ყოვეთვიურად სალომე კენჭიაშვილს. უარის მიზეზი კი გახდა ორი წლის წინანდელი ინციდენტი, რა დროსაც სალომე კენჭიაშვილის დამ, სოფიამ გიორგი კეკელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მთლიანად საუბარია 5 არასრულწოვან გოგონაზე(16 წლისები), მათ შორის ერთ-ერთია სალომე კენჭიაშვილი: სოფიამ გიორგი კეკელიძე წლების წინ გაიცნო, მაშინ, როდესაც თავადაც იყო მწერლობით დაინტერესებული: „დიდი ხანია ვიცნობ, ადრე მეც ვწერდი და გადაკვეთები გვქონდა ლიტერატურულ საიტზე, შემდეგ გავიცანით ერთმანეთი და, როგორც ყოველთვის, პატარა სანაცნობო წრე იყო შეკრული იქაც. ამის შემდეგ, რაღაც პერიოდი, მე საქართველოში არ ვცხოვრობდი, გვქონდა მიმოწერა, უბრალოდ, მოკითხვის დონეზე.. „პირველი წიგნი რომ დაიბეჭდა, „გურული დღიურები“, ამასთან დაკავშირებით მივწერე ერთხელ, მინდოდა მეგობრისთვის მეჩუქებინა. ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში, 2014 წლის დასაწყისი იყო. ვიყიდე წიგნი და მივედი მასთან ბიბლიოთეკაში. აქედან დაიწყო: „სურათები გამომიგზავნე“. მაშინ სიტყვა „ნუდი“ ასეთი პოპულარული არ იყო, ამიტომ მეუბნებოდა, სექსუალური სურათები გამომიგზავნეო, ოღონდ ამას აკეთებდა ძალიან შეპარულად. შემდეგ უკვე ღიად მეუბნებოდა- „ფლეიბოისთვის გადაიღე და ერთი ფოტო ჩემთვის რა გახდა?“. უნდოდა, რომ ნუდი [შიშველი ფოტო] გადამეღო მის წიგნთან ერთად და ზუსტად ვიცი, ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეს სთხოვა“, – ამბობს სოფია კენჭიაშვილი "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში. „2016 წელი იყო, ფეხმიძმედ ვიყავი, მომიკითხა ჩვეულებრივად და ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი. მაშინ არც ვფიქრობდი დიდად ამაზე, როგორც იტყვიან, ფეხებზე მეკიდა. მწეროს და იყოს-მეთქი, მე არ ვპასუხობდი. ვფიქრობდი, ითხოვე და იყავი, ფოტოებს მაინც არ გაძლევ-მეთქი. მორიგ ჯერზე როდესაც მომიკითხა, ეგრევე მივაყოლე, რომ ფეხმძიმედ ვარ, პატარას ველოდები. „ახლა მაინც დამანებე თავი“ – ამ განწყობით მივწერე. ფოტოებს რატომ არ მიგზავნიო, მიპასუხა. ძალიან გამიკვირდა, რაღაც მორალური ზღვარი, წითელი ხაზი ხომ არსებობს, რომლის იქითაც ნაბიჯი აღარ უნდა გადადგა. გეუბნება ქალი, რომ ფეხმძიმედ არის, ჰყავს ესე იგი პარტნიორი და ჩვეულებრივად უგრძელებ ისე, რომ შენი სექსუალური ფოტოები მომეციო. არ ვუპასუხე არც მაშინ და არც შემდგომ“. ჩემი გამოცდილება არის ძალიან მსუბუქი, ვერ მოახდინა ვერანაირი ზეგავლენა ჩემზე ამან, მაგრამ რომ ვუყურებდი შემდეგ მაგის კეთილ საქმეებს, როგორ დადის, რას აკეთებს – სულ ხაზად გასდევდა ჩემი ეს გამოცდილება… ამის პარალელურად მე ასეთ რაღაცებს მწერდა. ვერ ვაკავშირებდი ამ ორ პიროვნებას ერთმანეთთან – ერთი მხრივ, ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და პარალელურად, ორსულ ქალს მთხოვდა შიშველ სურათებს“. სოფია ამატებს, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი კეკელიძემ ძველი ფეისბუკ ანგარიში გააუქმა და შექმნა ფეისბუკ გვერდი (ე.წ. ფეიჯი) – მის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა." თავად კეკელიძემ მაშინ მისი მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უარყო და თქვა, რომ გახმაურებული შემთხვევები "ფლირტი იყო". სოფია კენჭიაშვილმა წუხელ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა: "მოკლედ და კონკრეტულად: გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას ვაქენსელებთ, დარწმუნებული ვარ, მარო მაყაშვილი ცოცხალი რომ იყოს დღეს და ახლა, გამო*ლევდებოდა, რომ გაეგო, თუ ვის მიერ დაინიშნა მსგავსი სახელობის სტიპენდია ვერ რეაბილიტირდებით სექსუალური მოძალადეები მსგავსი მცდელობებით ამ ქვეყანაში და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ პატარა გოგოებმა სამომავლოდ იფიქრონ, რომ მათ პროტესტსა და მოძალადეების მხილებას აზრი არ აქვს. არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ ვინმემ იფიქროს, რომ რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა აქვს მოძალადეს, ამიტომ მას ამით ბოროტად სარგებლობა შეუძლია და ბრძოლას აზრი არ აქვს. არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ მოძალადეების რეაბილიტაციას საზოგადოებაში, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. არავითარ შემთხვევაში მართლდება მოძალადის საქციელი. ნებისმიერი ტიპის ძალადობის მერე "მაგრამ" არ იწერება. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სალომე აუარებს ამ სტიპენდიას, თუ ძალიან უნდა ეროვნულ ბიბლიოთეკას (და არა გიორგი კეკელიძეს), შეუძლია სალომესთვის გამოყოფილი თანხა ჩაურიცხოს მას, ვისაც ეს მართლა სჭირდება. პ.ს. გიორგი ხერგიანსაც შეუძლია ტრ**ის დაყენება. just saying". 241 3-ს მოსწონს
|