საქართველო სალომე სამადაშვილი: ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, თქვენ უწოდეთ სატანისტები 2023, 24 მარტი, 13:47 „არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა, რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი. თქვენ დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, თქვენ უწოდეთ სატანისტები. თქვენ დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე. თქვენ ვერ გაბედავდით კანდიდატის სტატუსზე საუბარს, რომ დღეს უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ, მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.დიახ, დამნაშავე ვარო, უნდა გეთქვათ უკრაინელებისთვის რუსების მიერ მოკლული და გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის. ყველა გამოსვლა უნდა დაიწყოთ ასე: „დამნაშავე ვარ“. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საკუთრ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი მალე გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას და საჯაროდ ეტყვის საქართველოს ხელისუფლებას იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა ეუბნებიან. 6 შეფასება არ არის
|