x
image
თუთიკო ბერძენა
თამარ კორძაია: უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას იღებთ იმ ევროპისგან, რომელსაც  თქვენ ამ წუთში კრიმინალურ ევროპას უწოდებდით

image
„უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას იღებთ იმ ევროპისგან, რომელსაც თქვენ ამ წუთში კრიმინალურ ევროპას უწოდებდით. დღეს რომ ხვდებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლის სახელმწიფომ 1 მლნ 300 ათასი გამოგვიყო ტექნიკური მხარდაჭერისთვის, აი, იმ ევროპას ეძახით თქვენ კრიმინალების მფარველებს, ” - კითხვით მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, საქართველო უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას იღებს ევროპისგან, აშშ-სგან.
„თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტად ვიმსახურებდით ჩვენ სტატუსს, გეთანხმებით, მაგრამ იქნებ დაფიქრდეთ, რატომ არ გვაქვს ჩვენ სტატუსი, იქნებ ისეთი განცხადებების გამო, რომელსაც ამ ტრიბუნიდან თქვენ ამ წუთებში ამბობდით, იქნებ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომლის გამოც ჩვენ აღარ გვაქვს სტატუსი. როდესაც პარტნიორი ევროპელები მილიონებს გაძლევენ იმისათვის, რომ მერე ასეთი წერილობითი ანგარიში მოგვაწოდოთ პარლამენტში და გვთხოვენ, არ მივიღოთ რუსული კანონი, თქვენ ამას უძახით დეზინფორმაციას, აი, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გვაქვს ჩვენ კანდიდატის სტატუსი”, -განაცხადა თამარ კორძაიამ.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0