ქალი და მამაკაცი კოლუმბიაში ქალმა შურისძიების მიზნით ქმრის მკვლელი ნარკობარონი აცდუნა 2023, 23 მარტი, 13:31
კოლუმბიელმა ქალმა აცდუნა ნარკოტიკების ბოსი, რითაც შური იძია ქმრის მკვლელობის გამო.
კოლუმბიელმა ქალმა რომელსაც ქმარი მოუკლეს ადგილობრივი ნარკობარონის შეკვეთით შური იძია მისი სიკვდილის გამო. როგორც გამოცემა El Universal- ის წერს, ქალმა აცდუნა საშიში კრიმინალი და შემდეგ პოლიციას ჩააბარა. რუბენ დარიო ვილორია ბარიოსი, რომელიც ცხოვრობდა სიენაგა-დე-ოროში, ითვლებოდა რესპექტაბელურ კომერსანტად. უმეტესობამ, ვინც მას იცნობდა, კაცს აღწერდა, როგორც კეთილსინდისიერს და მორწმუნე ქრისტიანს. სინამდვილეში, ბარიოსი ორმაგად ცხოვრებდა: იგი ხელმძღვენლეობდა კლან დელ გოლფოს კრიმინალურ დაჯგუფებას და სისხლის სამართლის წრეებში იყო ცნობილი "ხუანჩოს" მეტსახელით. ბარიოსი უზრუნველყოფდა ნარკოტიკების მსხვილი პარტიების ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ახდენდა კონკურენტებისა და ყოფილი პარტნიორების მკვლელობების ორგანიზებას და ასევე ჩართული იყო იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ვაჭრობაში. ხუანჩო ძალზე ფრთხილობდა და ღიად არ მონაწილეობდა დანაშაულებრივ საქმიანობაში. პოლიციამ მასზე ეჭვი ჯერ კიდევ 2020 წელს მიიტანა, დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ პოლიციამ ვერ დაუმტკიცა დანაშაული. ამის შემდეგ, ის პრაქტიკულად გაქრა ასპარეზიდან, აღარ ხმარობდა ელექტრონულ ფოსტას და სოციალური ქსელებს. ერთ -ერთი მამაკაცის მეუღლემ, რომლის მკვლელობაც ხუანჩოს შეკვეთით მოხდა, იცოდა მისი ნამდვილი საქმიანობის შესახებ. მეუღლის გამოგლოვების შემდეგ, ქალმა ხუანჩოს წრეში შეაღწია და თანდათანობით მიაღწია იმას, რომ ნარკობარონმა მას დაადგა თვალი . მალე, ბარიოსი იმდენად ენდობოდა ქალს, რომ კრიმინალური იმპერიის მართვის დეტალებს უზიარებდა. ქალი სამი თვის განმავლობაში აწვდიდა პოლიციის ინფორმაციას კრიმინალური დაჯგუფება Clan del Golfo საქმიანობის შესახებ და ხუანჩოს როლს ჯგუფის მართვაში . ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა ბარიოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო. ქვრივი ქალი პოლიციას დაეხმარა ხუანჩოს დაპატიმრების ორგანიზებაში, უთხრა მათ სად და რა დროს შეხვდებოდა ის ბანდის სხვა მონაწილეებს. ჩატარდა სპეცოპერაცია სახელწოდებით "კორონა", რომელშიდაც სპეციალური დანიშნულების რაზმი და ეროვნული პოლიციის ძალები მონაწილეობდა, ბარიოსი დააპატიმრეს და ახლა სასამართლოს ელოდება. ბარიოსი ეჭვმიტანილია კოლუმბიაში ექვსზე მეტი მკვლელობის ორგანიზებაში, აქედან ორი მათგანი პოლიციელია. წინასწარი მონაცემების თანახმად, მის ბანდას ყოველთვიურად საზღვარზე გადაჰქონდა ერთი ან ტონანახევარი კოკაინი.პროკურორმა უკვე მოითხოვა 22 წლიანი პატიმრობა მისთვის. 351 2-ს მოსწონს
|