ქალი და მამაკაცი ცნობილი ქართველი ქალები, რომლებმაც უცხოელ მამაკაცებზე იქორწინეს 2023, 4 აპრილი, 18:33 გაგაცნობთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც მეუღლეებად უცხოელი მამაკაცები აირჩიეს. ქეთა თოფურია - ქეთა თოფურია 2005 წლიდან რუსეთში მოღვაწეობს. ამიტომ ალბათ მისი უცხოელთან ქორწინებაც არავის გაკვირვებია. ქეთა ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული და მასთან 1 შვილი ჰყავს. ამჟამად დაქორწინებულია რუს-ბელორუს ბიზნესმენ ლენ დენგოვზე, რომელთანაც ასევე 1 საერთო შვილი ჰყავს. თაკო გაჩეჩილაძე - მისი რჩეული ბულგარელი მუსიკოსი ბორისლავ მილანოვია. წყვილი ვენაში ცხოვრობს და ორი შვილი ჰყავთ. ნუკი კოშკელიშვილი - ის დაქორწინებულია ამერიკელ ექიმზე ბენ ჩეიმზე. ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, მოგვიანებით ნუკი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. წყვილს უკვე შვილიც ჰყავთ. ქეთი მელუა - ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც 2012 წელს ცოლად გაჰყვა ინგლისელ ყოფილ მოტომრბოლელ და ამჟამად მომღერალსა და მუსიკოს James Toseland-ს, რომელსაც 2019 წელს დაშორდა. მისი ახალი რჩეულიც ასევე ბრიტანელია, რომელთანაც უკვე შვილიც ჰყავს. ნინო მაჩაიძე - ცნობილი ქართველი სოპრანო ცხოვრობს და მოღვაწეობს მილანში. დაქორწინებულია ბარიტონ Guido Loconsolo-ზე. 655 2-ს მოსწონს
|