x
image
არჩილ ვერულიძე
პოლ პოტი - მილიონობით გვამი და ყველაზე იდუმალი დიქტატორის ზღაპრული სიმდიდრე

image

მას აზიელ ჰიტლერს უწოდებენ. მისი მმართველობის დროს ქვეყანაში სამ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაიკარგა. ტერორის ზენიტში კამბოჯაში უცხოური დელეგაციები ჩავიდნენ და ყველა სტუმარი სრულიად გაოცებული დარჩა ამ ქვეყნით.

სრულიად ახალი მერსედესის მარკის ავტომობილების კოლონა შევიდა დიდი ქალაქის ცარიელ ქუჩებში. ირგვლივ არავინ იყო, გარდა შავ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანებისა, რომელთაც წითელი შარფები დაემაგრებინათ მხრებზე. მათ შორის აშკარად იყვნენ მოზარდები - და ყველა შეიარაღებული იყო. ახალგაზრდა ჯარისკაცები უყურებდნენ, როგორ მიჰყავდათ მანქანებს უცხოელი სტუმრები ქალაქის მთავარი სასტუმროსაკენ.

ამერიკელები ელიზაბეტ ბეკერი და რიჩარდ დადმანი იყვნენ პირველი ჟურნალისტები, რომლებიც ეწვივნენ დემოკრატიულ კამპუჩიას (სახელმწიფო, რომელიც არსებობდა კამბოჯის ტერიტორიაზე 1975 წლიდან 1979 წლამდე და ამავე დროს არ ეკუთვნოდა სოციალისტურ ბანაკს. მოგვიანებით ისინი იხსენებდნენ თუ როგორ დაინახეს მშვიდი და ელეგანტური მამაკაცი ვერცხლისფერ კოსტიუმში. "რა მოვლილი, მოხდენილი ხელებია", - გაიფიქრეს გაკვირვებულმა სტუმრებმა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ისინი მე-XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და დაუნდობელი დიქტატორის წინაშე იდგნენ.

სალოტ სარი, რომელსაც კამბოჯაში „ძმა ნომერ პირველს“ ეძახდნენ, მსოფლიოში ცნობილი სისხლიანი დესპოტი პოლ პოტი (მან აიღო ფსევდონიმი, რომელიც ფრანგული politique potentielle „შესაძლებლის პოლიტიკა“ შემოკლებულ ვარიანტს წარმოადგენს) იჯდა სავარძელში. ირგვლივ მისი თანამოაზრეები იდგნენ. თითოეულის მკერდის ჯიბეებში რამდენიმე ბურთულიანი კალამი ჰქონდა კაგჭობილი - რაც უფრო მეტი იყო მათი რიცხვი, მით უფრო მაღალ სტატუსი ჰქონდა პიროვნებას პარტიაში.

პირველი თანასწორთა შორის

პოლ პოტს, წითელი ქმერების ბელადს, ჰქონდა დიდი გეგმა კამბოჯაში ახალი სოციალისტური წყობის შემოღების მიზნით. ყოველგვარი სარგებლის, ფულის, განათლების სრული უარყოფა და სანაცვლოდ - ასკეტიზმი, შრომისმოყვარეობა და დისციპლინა საყოველთაო თანასწორობის სახელით. თავდაპირველად ბელადი მოკრძალებული ცხოვრების წესით ცხოვრობდა, რაც სიმბოლურად განასახიერებდა ქვეყანაში ახალ წესრიგს.თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. კამბოჯის ლიდერს, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკა, განსაკუთრებული ახირებისთვის ფულიც კი არ სჭირდებოდა. თითქმის ყველა მცხოვრები დედაქალაქიდან ბრინჯის მინდვრებში განდევნა, პოლ პოტი გარშემორტყმული იყო ერთგული თანამოაზრეებითა და და მსახურებით.

image
მდიდრული სასახლეები არ აუშენებია – მის განკარგულებაში იყო მთელი ქალაქი, სადაც სურდა იქ დასახლდებოდა. „სახლი ნომერი პირველი“ გახდა XIX საუკუნის ულამაზესი სანაპირო ნაგებობა, ფრანგი გუბერნატორის ყოფილი რეზიდენცია. ელეგანტური ავეჯი, ბროლის ჭაღები - ინტერიერი მდიდრული გახლდათ, მაგრამ არა გამომწვევი. კონდიციონერები ყოველთვის სასიამოვნო სიგრილეს უზრუნველყოფდნენ, მაგრამ ელექტროენერგია დანარჩენ ქვეყანაში ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.

ეს ყველაფერი ძალიან დიდ დისონანსს ქმნიდა ცხოვრების წესთან, რომელიც დაწინაურდა ახალ კამპუჩეაში. სოციალიზმისა და აბსოლუტური თანასწორობის შესახებ დიდი სიტყვების მიუხედავად, პოლ პოტს არ აწუხებდა სინდისი იმ ფუფუნების საგნების გამოყენებისთვის, რომლებიც მიუწვდომელი იყო დანარჩენი მოსახლეობისთვის. უფრო მეტიც, ჩვეულებრივ ადამიანებს საერთოდ ეკრძალებოდათ რაიმე ექსცესები. ვინც არ ემორჩილებოდა ამ კანონს ყველას სიკვდილი ემუქრებოდა.

პოლ პოტის სისასტიკეზე ლეგენდებს თხზავდნენ. ითვლებოდა, რომ მან თავის რაზმებში სოფლის ახალგაზრდები აიყვანა. ბევრი ჯალათი 18 წლისაც კი არ იყო. მათი მსხვერპლი კიდევ უფრო ნაკლები ასაკისა გახლდათ - ისინი ხშირად აღმოჩნდებოდნენ გისოსებს მიღმა ჯერ კიდევ ათი წლის ასაკში. იქ მათ სხვა პატიმრებთან ერთად სცემდნენ, აწამებდნენ და საბოლოოდ კლავდნენ.

დახვრეტა არ ხდებოდა - ახალგაზრდა კამპუჩეასთვის ტყვიები ძალიან ძვირ სიამოვნებას წარმოადგენდა. ასე რომ, პატიმრებს იმპროვიზირებული საშუალებებით სჯიდნენ, როგორიცაა ნიჩბები, დანები, ჩაქუჩები, რკინის მილები, კაუჭები და განსაკუთრებით თოხები. ხანდახან ჯალათები მავთულხლართებით კრავდნენ ადამიანთა მთელ ჯგუფებს, რომლებშიც დენი გადიოდა.
image
3 წლისა და 8 თვის განმავლობაში წითელმა ქმერებმა ქვეყანა შუასაუკუნეების სახელმწიფოს მდგომარეობაში ჩააგდეს. პოლ პოტის რეჟიმის დანაშაულთა გამოძიების კომისიის ოქმში 1983 წელს ნათქვამია, რომ 1975-1978 წლებში დაიღუპა 2, 7 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო კიდევ 568 ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გლეხის ოჯახიდან წამოსული, წითელი ქმერების ბელადმა ჩამოაყალიბა საკმაოდ მარტივი პროგრამა თავისი გაუნათლებელი მხარდამჭერებისთვის: ბედნიერი ცხოვრების გზა გადის თანამედროვე დასავლური ღირებულებების უარყოფაზე, ქალაქების განადგურებაზე, რომლებიც არიან „დამანგრეველი ინფექციის მატარებლები“. " და "მათი მაცხოვრებლების ხელახალ განათლებაზე."

პოლ პოტმა წამოიწყო ქვეყნის იზოლაციის პოლიტიკა და მოსკოვს, ვაშინგტონს და პეკინსაც კი, პოლ პოტის უახლოეს მოკავშირეს, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, თუ რა ხდებოდა მასში სინამდვილეში. მათ უარი თქვეს ეღიარებინათ იმფორმაცია ასობით ათასი დაღუპული ადამიანის შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ ქალაქებიდან გადმოსახლებისა და გადაჭარბებული იძულებითი შრომის შედეგად.

განსაკუთრებული დიეტა



ქვეყანაში მალარია და ნაწლავური ინფექცია მძვინვარებდა, მაგრამ ხალხის გადარჩენა არავის შეეძლო. ყველა კვალიფიციური ექიმი დახვრიტეს - ზედმეტად გამოირჩეოდნენ განათლებით დეკლასირებულ საზოგადოებაში. ქმერების ბელადს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებიც აწუხებდა. თუმცა, მაშინ, როცა ჩვეულებრივი გლეხები ჭამდნენ ბრინჯის მწირ ულუფებს, რომელსაც შრომის ზედამხედველები აძლევდნენ, "ძმა ნომერ პირველი" ძალიან დახვეწილ დიეტაზე იმყოფებოდა. თევზის სოუსით ტრადიციული ბრინჯის გარდა, მისთვის ამზადებდნენ ძროხის, გარეული ღორისა და კობრას ხორცს.

image
ბელადი აღმერთებდა უცხო დელიკატესებს და ჭამდა ხამანწკებს, იხვის კვერცხებს, იაპონურ ფუნთუშებს, შვეიცარიულ ყველს. ყოველდღე სვამდა ახლად გამოწურულ ფორთოხლის წვენს. სუფრაზე ყოველთვის იდო ახალი ხილი და ღვინო, რომელიც პნომპენის მიტოვებული სარდაფებიდან იყო ჩამორთმეული ან ჩინეთიდან ჩამოტანილი. არ ამბობდა უარს ძვირადღირებულ კონიაკზეც.

ქმერული ელიტის ფოტოების შედარებით კამბოჯაში ძალაუფლების აღებამდე და მის შემდეგ, ადვილია იმის დანახვა, თუ როგორ გახდა მათი სახეები მომრგვალებული და მათი ქურთუკები აშკარად გაიზარდა ზომაში. მდიდრულ ქეიფებს მხოლოდ ერთი რამ ჩრდილავდა- პოლ პოტს საშინლად ეშინოდა, რომ მას მოწამლავდნენ. ყველა პროდუქტი, ლიდერის ბრძანებით, მუშავდებოდა მანგანუმის ხსნარით. ნებისმიერ მზარეულს შეეძლო დაეკარგა სიცოცხლე დიქტატორის უგუნურების პირველივე ნიშანზე.

უსახო კულტი


პოლ პოტი მოკრძალებულად იცვამდა.რამდენიმე უცხოელმა, ვინც პნომპენს ესტუმრა, აღნიშნა, რომ ლიდერი განსაკუთრებული გემოვნებით არ გამოირჩეოდა. კამბოჯის გენერალურ მდივანს პეკინში თავის მოაზროვნე მაო ძედუნთან სტუმრობისას ელეგანტური ჩინური სტილის კოსტუმი ეცვა. ყოველდღიურ ცხოვრებაში უპირატესობას ანიჭებდა ჩვეულებრივ თეთრ პერანგს და უბრალო ჭრის კოსტიუმს.
image
პოლ პოტი ძალიან ფარული მმართველი იყო. ის არ გამოდიოდა სიტყვით ათასობით ადამინის წინაშე, იშვიათად სტუმრობდა სხვა ქვეყნებს. მისმა ხალხმაც კი არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა "ძმა ნომერი პირველი." მაოს გარდა, მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ილ სუნი და რუმინელი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ იყვნენ მეგობრულ ურთიერთობაში პოლ პოტთან.

ამასთან, მკვლევარები თვლიან, რომ ქმერების ბელადი ოცნებობდა ქვეყანაში საკუთარი პიროვნების კულტის განვითარებაზე, მაგრამ მას უბრალოდ არ ჰქონდა დრო ამ გეგმების განსახორციელებლად. ასე რომ, საკონცენტრაციო ციხეებში, პატიმრების მიერ დახატული ლიდერის პორტრეტები აღმოაჩინეს. მათ ასევე აღმოაჩინეს პოლ პოტის ბეტონისა და ვერცხლის ბიუსტების ყალიბები.

S-21 ციხის ერთ-ერთმა გადარჩენილმა პატიმარმა ან ნატმა ჟურნალისტსა და მკვლევარ დევიდ ეშლის უამბო პოლ პოტის სკულპტურული პროექტის შესახებ: ჩვენ უნდა მოგვეფიქრებინა რევოლუციური მონუმენტი. ჯერ ნახატი აჩვენეს ნუონ ჩიას ("ძმა ნომერი ორი", ბელადის თანამოაზრეს, რომელმაც იგი მოიწონა. შემდეგ ესკიზი პოლ პოტისთვის უნდა წარედგინათ, რათა მისი თანხმობა მიეღოთ.

სკულპტურული კომპოზიცია მოგაგონებდათ ჩინურ და კორეულ ძეგლებს, ასახავდა პოლ პოტს ხალხის რიგის სათავეში. მარჯვენა ხელი მაღლა აეწია, მარცხენაში კი რევოლუციური ნაწერების ასლი ეჭირა. პოლ პოტის ფიგურა ერთადერთი იყო ინდივიდუალობით დაჯილდოებული. მის უკან იდგა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ასახავდნენ რევოლუციური ბრძოლის პროგრესულ განვითარებას: ისინი იწყებდნენ ცულებითა და დანებით და ამთავრებდნენ თანამედროვე იარაღითა და B-40-ით (სარაკეტო გამშვები დანადგარი.)

ითვლება, რომ ქმერებმა ძეგლის ადგილის გათავისუფლება ერთ-ერთი ტაძრის განადგურებით დაგეგმეს. უმცა, 1978 წლის დეკემბრის ბოლოს ვიეტნამის ჯარები შეიჭრნენ ქვეყანაში და შვიდმეტრიანი პოლ პოტი, რომელსაც დიდება უნდა მოეტანა დიქტატორისთვის მხოლოდ ქაღალდზეღა დარჩა.

დაკრძალვა ნაგვის გროვაში

პოლ პოტის პოლიტიკამ აიძულა მისი ყოფილი თანამოაზრეები აჯანყებულიყვნენ, ისევე როგორც ადრე სახელმწიფოს მეთაურის ერთგული სამხედრო ნაწილები, რომლებიც მომხდარს გაუმართლებელ სისხლიან სიგიჟედ თვლიდნენ. აჯანყებები დაუნდობლად ჩაახშეს, აჯანყებულები დასაჯეს ყველაზე სასტიკი გზებით, მაგრამ მათი რიცხვი იზრდებოდა.
image
1978 წლის დეკემბერში ვიეტნამმა გადაწყვიტა დაესრულებინა პოლ პოტის სიგიჟე. ვიეტნამის არმიის ნაწილები კამპუჩეაში შეიჭრნენ პოლ პოტის რეჟიმის დამხობის მიზნით. შეტევა სწრაფად განვითარდა და უკვე 1979 წლის 7 იანვარს პნომპენი დაეცა. ძალაუფლება გადაეცა გაერთიანებულ ფრონტს კამპუჩიის ეროვნული ხსნისთვის, რომელიც შეიქმნა 1978 წლის დეკემბერში. პოლ პოტის რეჟიმის დაცემიდან კიდევ 20 წლის განმავლობაში წითელი ქმერები აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს, რომლებიც დაბანაკდნენ ტაილანდის ჯუნგლებში. ბევრი დაიღუპა ამ დაპირისპირებაში, ზოგი კი გაანადგურა თავად პოლ პოტმა, რადგან ეჭვი ეპარებოდა მათ ერთგულებაში.

თუმცა, სისხლიანი ბელადი ბოლომდე არ ცნობდა თავს დამნაშავედ ორ მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილში. "ჩემი სინდისი სუფთაა", - უთხრა მან ჟურნალისტ ნეიტ ტეიერს 1997 წელს, გარდაცვალებამდე ექვსი თვით ადრე. "ჩემი პოლიტიკა იყო სწორი... ყველაფერი, რაც გავაკეთე, გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის." 1998 წლის 18 აპრილს პოლ პოტის ცხედარი დაწვეს ნაგვის გროვასა და ტოტებზე. კრემაციას არც ოფიციალური პირები და არც ბელადის ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ. იგი გარდაიცვალა სიღარიბეში და სიბინძურეში, რომელშიც დაიღუპა მისი ტირანიის ასობით ათასი მსხვერპლი.





1
707
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
707
  
2023, 18 მარტი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1