სხვა ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა გველი დედამიწაზე 2023, 19 მარტი, 16:10 ყველაზე დიდი გველი, რომელიც ოდესმე ჩვენს პლანეტაზე ყოფილა, ტიტანობოაა (Titanoboa cerrejonensis) გველის ეს სახეობა, 58–60 მლნ. წლის წინ ბინადრობდა და უკვე რა ხანია, გადაშენდა. ის წარმოუდგენლად დიდი იყო: მისი სიგრძე 15 მ–ს აღწევდა, სხეულის გარშემოწერილობა 1 მ–მდე ჰქონდა და დაახლოებით, 1, 25 ტ. იწონიდა. საბედნიეროდ, დღეს მისი ნახვა, მხოლოდ მაკეტის სახით შეგვიძლია. რაც შეეხება ყველაზე პატარა გველს, ეს ბარბადოსის ვიწროპირიანი გველია (Leptotyphlops carlae) «გველი კარლა» — გინესის წიგნში შესული, ყველაზე პატარა გველია მსოფლიოში. ის ჩვეულებრივ ჭიაყელაზე პატარაც კი არის. ზრდასრული ქვეწარმავლის სიგრძე 10 სანტიმეტრია. მისი ბინადრობის არეალი კი, მხოლოდ კუნძული ბარბადოსია. კარლა სრულიად უვნებელია და მას კბილებიც კი არა აქვს. იკვებება ტერმიტებით და სხვა პატარა ზომის მწერებით. ამჟამად, გადაშენების გზაზეა. მიზეზი კი ის არის, რომ გამრავლების პერიოდში, მხოლოდ 1 კვერცხს დებს და ბინადრობის არეალის შემცირება, რომელიც ტყეების გაჩეხის შედეგია. რაც შეეხება სახელს, გველი 2008 წელს ამერიკელმა ბიოლოგმა ბლერ ჰეჩმა აღმოაჩინა და სახელი თავისი მეუღლის კარლა ენ ჰასსის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც პროფესიით ჰერპეტოლოგია (ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ქვეწარმავლებს შეისწავლის) და ბარბადოსის ექსპედიციაში მასთან ერთად იყო. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * 10 ყველაზე გავრცელებული მითი გველების შესახებ* ესმით თუ არა გველებს ფლეიტის ხმა?არხის სხვა სიახლეები:* რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება...* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით* რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ* 25 ტატუ, რომლის გამოც, პატრონს არ შერცხვება* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?* 12 ფოტო-ფაქტი: ვარსკვლავები რეალობაში და ჟურნალის ყდებზე637 4-ს მოსწონს
|