x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება...

image


მამა, შვილთან და ვირთან ერთად, შუადღის სიცხეში, აღმოსავლეთის ერთ–ერთი ქალაქში მოგზაურობდა. მამა სახედარზე იჯდა, ხოლო მის მოზარდი ვაჟი, ვირს უკან მიჰყვებოდა.

— საწყალი ბიჭი, — უცებ შემოესმათ მათ გამვლელის ხმა, — ბავშვი, თავისი პატარა ფეხებით, ვირს ძლივს ეწევა. როგორ შეგიძლია, ვირზე მშვიდად იჯდე, როდესაც ბიჭი ასე დაიღალა?

მამამ აღშფოთებული მამაკაცის სიტყვები გულთან ახლოს მიიტანა და როგორც კი, კუთხეში შეუხვიეს და ამ სიტყვების ავტორს თვალთ მოეფარნენ, კაცი ვირიდან ჩამოვიდა და შვილს უთხრა, რომ მასზე ის დამჯდარიყო. მალე მათ სხვა ადამიანი შემოხვდათ, რომელმაც ხმამაღლა დაიძახა:

— როგორ არ რცხვენია ამ ბიჭს?! ვირზე რომ წამომჯდარა სულთანივით, მისი საცოდავი, მოხუცი მამა კი, ვირს ძლივს ეწევა.

ბიჭს მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა ძალიან ეწყინა და მამას სთხოვა, ვირზე, მის უკან დამჯდარიყო.

— ხალხო კეთილო, ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? — ყვირილი დაიწყო გამვლელმა ქალბატონმა — რომ ცხოველს ასე აწამებდნენ?! საწყალ ვირს უკვე ზურგი ჩაეღუნა, ხოლო ეს უსაქმურები მასზე ისე სხედან, თითქოს ეს საცოდავი არსება დივანი იყოს!

დარცხვენილ მამა–შვილს ისე, რომ ხმა არ ამოუღიათ, ვირიდან ჩამოვიდნენ და გზა გააგრძელეს. რამდენიმე ნაბიჯიც კი არ ჰქონდათ გადადგმული, რომ შემხვედრმა ადამიანმა მათი დაცინვა დაიწყო:

— რა არის შენი ვირი არაფერს რომ არ აკეთებს? არანაირი სარგებლობა არ მოაქვს და ერთ–ერთ თქვენგანს, ზურგითაც არ ატარებს?

მამამ ვირს პირში თივის დიდი ულუფა ჩაუდო, შვილს მხარზე დაადო ხელი და უთხრა:

— რაც არ უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ დაგვეთანხმება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თავად უნდა გადავწყვიტოთ ის, თუ რა უნდა ვაკეთოთ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით

* რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?

* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ

* 25 ტატუ, რომლის გამოც, პატრონს არ შერცხვება

* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* 12 ფოტო-ფაქტი: ვარსკვლავები რეალობაში და ჟურნალის ყდებზე

* ანდებში 2 მტრულად განწყობილი ტომი ცხოვრობდა...



2
129
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
129
  
2023, 24 მარტი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მარტი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2