x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მიყვარს – საკუთარი თავის ნებისმიერი გამოვლინება" - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
image

ბლიც-ინტერვიუ ნიკოლოზ ტოტოღაშვილთან



მაღიზიანებს – ნარცისი ადამიანები, ჩემი თავი მაგრად მიყვარს.
ვგრძნობ – თავისუფლებას.
მეშინია – არაფრის.
ვიცი – ის, რაც მინდა, რომ ვიცოდე.
არ ვიცი – რაც არ მჭირდება.
შემიძლია – მონდომების საკითხია, ალბათ, ყველაფერი.
არ შემიძლია – შეუძლებელი არაფერია.
ვმეგობრობ – ერთგულ ადამიანებთან.
ვაპატიებ – მაგრამ არ დავივიწყებ.
ვიცინი – მე ვარ კაცი, რომელიც იცის, ანუ ვიცინი მაშინაც, როცა არ უნდა მეცინებოდეს.
ვტირი – ვტირი ხოლმე... შეიძლება ფილმის ყურების დროსაც ვიტირო.....
ვეძებ – საკუთარ თავის ნაწილებს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ ინგრევა ადამიანი და ილეწება...
image


ვჩხუბობ – როცა ვიცი, რომ მართალი ვარ და მეწინააღმდეგებიან, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი - ყველას საკუთარი სიმართლე გააჩნია.
ვკარგავ – ვცდილობ, რომ არასდროს დავკარგო ადამიანი, ყოველთვის ვცდილობ შენარჩუნებას, ვკარგავ მაშინ, როცა მატყუებენ ან მიღალატებენ.
მშურს – არ მშურს.
მაინტერესებს – ბევრი რამე მაინტერესებს, უფრო ადამიანების შინაგანი სამყარო.
არ მაინტერსებს – რას ფიქრობენ სხვები ჩემზე. ისინი, რომლებიც ჩემთვის არაფერს ნიშნავენ, თორე ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრი მაინტერესებს.
მახსოვს – სხვათაშორის, ძალიან მაგარი მახსოვრობა მაქვს, არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ შემიძლია დავიმახსოვრო კონკრეტული დღის საათი და წუთი, მახსოვს ყველაფერი.... ის, რაც უნდა დამამახსოვრდეს.
ვმალავ – ალბათ საკუთარ ემოციებს, იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნო არაა, რომ ადამიანებმა იციან, რა მდგომარეობაშია შენი შინაგანი სამყარო. „მე ყოველ დილას ვხვდები ღიმილით, ჰო, ტკივილს ასეც გამოხატავენ....“
ვინახავ – დადებით წუთებს და ვიმახსოვრებ, ასევე ვინახავ ნებიერმიერ საჩუქარს, რომელიც ადამიანისგან მიმიღია, თუნდაც იმ ადამიანისგან, რომელსაც გული უტკენია, იმიტომ, რომ საჩუქარი დადებით წუთებს მახსენებს და ყველაფერს ვინახავ, რაც პოეზიის საღამოდან წამომიღია, სახლმუზეუმივით მაქვს სახლი...

image

მწამს – საკუთარი თავის, მაგრამ არ ვიცი საკუთარ თავს თუ სწამს ჩემი, ამიტომ ყოველთვის რაღაც მიუღწეველი მრჩება.
მიკვირს – მაგალითად, თუნდაც ის, რომ მატყუარა საუბრობს სიმართლეზე, მოღალატე ერთგულებაზე. ამ დროს სჯობია საერთოდ არ ისაუბრო.
მიხარია – კარგი ამინდი და კიდევ პრემიერ ლიგა რომ იწყება, ფეხბურთი რომაა თამაში და ჩაუჯდები.
ვჭორაობ – არა, არ ვჭორაობ.
ვდარდობ – მოდი, ესე ვიტყვი, იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩემგან წავიდნენ და ჩემთან აღარ არიან, მგონია, რომ რაღაც უჭირთ და ვერ ვეხმარები, იმიტომ, რომ მათ არ ვჭირდები თავიანთ ცხოვრებაში..
ვამაყობ – საკუთარი თავით.
ვაკეთებ - საჭმელებს, მიყვარს კულინარია, მაგრამ დიასახლის არ ვარ.
მესიზმრება –მთელი ცხოვრება ერთი სიზმარი, არც დასასრული აქვს არც დასაწყისი, არ დავაკონკრეტებ, მარგამ შეიძლება რაღაც გადამწყვეტი როლი ითამაშოს ჩემს ცხოვრებაში...
მწყინს –ჩემი წყენა ძალიან რთულია, თუ გაწყენინებს ისევ ის ძვირფასი ადამიანი, ვინც შენთვის რაღაცას ნიშნავს, ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ გულთან ახლოს მიმაქვს ყველაფერი, ერთმა სიტყვამაც შეიძლება მაწყენინოს.
ვხარჯავ – დროს ვხარჯავ ძალიან ბევრს, საერთოდ არ ვიცი დროის ფასი.
ვყოყმანობ –ზოდიაქოსი არ მჯერა, გინდა ჩაქუჩი იყავი, გინდაც სკამი, მაგრამ ვარ სასწორი და გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს და თუკი მივიღებ, მერე ძალიან ჯიუტი ვარ.
ვკითხულობ - თანამედროვე პოეზიას, ძველ ლიტერატურას, კლასიკოსებს, თანამედროვეებიდან ერთი დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ მაქვს წაკითხული..
image

ვყვირი – ხოლმე, კი, ზოგადად ტონს არ ვუწევ, მაგარმ იმას გავცემ, რასაც ვღებულობ, თუ ვინმე ტონს აუწევს, მარტო მაშინ.
ვმღერი - საყვარელ სიმღერასთან ერთად.
ვერიდები – ხალხმრავალ სიტუაციებს, მართლა ვერიდები. ზოგადად, არ მიყვარს, ინტერვიუებზეც არ ვთანხმდები, იმიტომ, რომ სულ მიწევს ერთი და იგივე საუბარი, პერიოდი, რაც არ უნდა იყოს, ბევრი არაფერი შეცვლილა. არ ვიტყვი მორიდებული როჟა ვარ-მეთქი, მაგრამ პოეზიის საღამოზე რომ მიმიწვევენ, უარს ვეუბნები. იმიტომ, რომ მე ლაშასთან ერთად გამიკეთებია საღამო და იდეალურად ვუგებდთ სცენაზე ერთმანეთს, საღამოზე მე მივდივარ განწყობით და იქ სხვა ავტორს სხვა განწყობა აქვს, სრულად ვვარდები კონტექსტიდან....
ვთამაშობ – ნერვებზე თამაში მიყვარს, ოღონდ მართლა.
ვიტყუები – ბევრჯერ.
მიყვარს – საკუთარი თავის ნებისმიერი გამოვლინება, კიდევ რომ წვიმს, გადაიღებს, გარეთ რომ გახვალ და მიწას წვიმის სუნი აქვს..
ვოცნებობ – ოცნება როგორი რაღაცაა, იცი? ოცნება იმიტომაა ოცნება, რომ არ უნდა ახდეს.
ვნანობ – მარკ ტვენს აქვს ასეთი სიტყვები: „ 20 წლის შემდეგ თქვენ იმას უფრო ინანებთ, რაც არ გაგიკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთო", მე ყოველთვის ესე ვარ, რაც მინდა ვაკეთებ იმას და სანანებელი არ მაქვს, პირველი სიცოცხლეა და არაფერი უნდა ინანო...
მენატრება – „ხშირად ხდება, რომ გენატრება, განა ვიღაცა, შენივე თავი წლების წინანდელი!“

ვეჭვიანობ – ეჭვიანი ვარ კი, მაგრამ პათოლოგიური არა.
ვალამაზებ – სადაც ვარ, ყველაფერს ვალამაზებ, ეს ძალიან ნარცისულია სხვა რამეს მოვიფიქრებ, ვალამაზებ, იმ ადამინების ცხოვრებას, ვისაც ჩემი იმათ ცხოვრებაში ყოფნა უხარია.
ცხოვრება არ წარმომიდგენია - ალბათ, ტკივილის გარეშე და ძვირფასი ადამანების გარეშე.
ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში - პირდაპირობა.
ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში - ის, რომ ადვილად ვენდობი ადამიანებს.
მჯერა, რომ - მართლა ყველაფერი კარგად იქნება, ამას ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე და სხვანაირად არ შეიძლება იყოს. ნებისმიერ დაღმართს მოსდევს აღმართი და თუ ასე არაა, გავაკდება მაინც.
ვაფასებ- მიზანდასახულობას და იმას, როცა ადამიანი საკუთარი შრომით აღწევს ყველაფერს.
ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს - საკუთარი პლანეტა.


ის, რისი თქმაც სულ მინდოდა და დღეს, თქვენთან ვამბობ - ესეთი არაფერი მახსენდება...
პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ამსგავსებ - კაცი, რომელიც იცინის.
მინდა დამიმახსოვრონ, როგორც - კარგი ექიმი და ადამიანი, რაც მთავარია.


წყარო:

www.facebook.com/Chemitsigni/photos/a.1884801155086196.1073741854.1815456862020626/1951088665124111/?type=3&theater


0
351
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0