სხვა #მადლობაერთგულებისთვის - მადლობის საერთაშორისო დღეს "ბიბლუსი" ეხმიანება 2018, 11 იანვარი, 12:36 11 იანვარი მადლობის გადახდის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს სხვადასხვა აქტივობით, განსაკუთრებულად კი კომპანიები და ორგანიზაციები გამოირჩევიან ამ კუთხით. მადლობის საერთაშორისო დღეს საინტერესო კამპანიით გამოეხმაურა წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომელიც მთელი ქსელის მასშტაბით სხვადასხვა სიურპრიზს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. მკითხველის მხარდაჭერის დამსახურებით საქართველოს მასშტაბით 57 ფილიალს ითვლის. "ბიბლუსის" სახელით მინდა ყველა ჩვენს მკითხველს დიდი მადლობა გადაგიხადოთ 10 წლიანი მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ჯანსაღი კრიტიკისთვის, რჩევებისთვის, ქომაგობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, მადლობა წიგნის სიყვარულისთვის. 30 6-ს მოსწონს
|