x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა კითხვებს დავუსვამდი პრემიერს იმედის ჟურნალისტის ადგილზე? - ზვიად ტომარაძე

image

როგორც მოგეხსენებათ, 12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "იმედის კვირას" ვრცელი ინტერვიუ მისცა, ამ ამბავს გამოეხმაურა "ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე და ჩამოთვალა ის კითხვები, რომელსაც პრემიერს დაუსვამდა.


"რა კითხვებს დავუსვამდი პრემიერს იმედის ჟურნალისტის ადგილზე?
1. ბატონო პრემიერო, გამჭვირვალობა გავიგეთ, მაგრამ პროტესტის მთავარ საკითხზე, აგენტის სტატუსთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? მაგ კანონით ხომ ყველა ვინც იმსახურებდა და არ იმსახურებდა აგენტის იარლიყს აიკრავდა და რამდენად სამართლიანი იქნებოდა ყველას იმიჯის შელახვა?
2. ვინაიდან პარლამენტარების დიდი ნაწილი ყოფილი ენჯეოს წარმომადგენელია, მაგ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს რომ აგენტებით გამოტენილი პარლამენტი ეყოლებოდა, ეს უხერხულობას ხომ არ შექმნიდა?
3. წლებია საქართველოს პარლამენტი უცხო ქვეყნებიდან წამოსული დირექტივებით იმართება და შესაბამისად თვითონ დირექტივების შემსრულებლები, ანუ იგივე აგენტები არიან, სხვას იგივე საქმიანობას რატომ უშლიან?
4. კანონის ადრესატი ვინ იყო, თქვენ პრაიდის მომხრე ორგანიზაციებს ახსენებთ და კობახიძე-თალაკვაძემ ნამოხვანჰესის პროტესტის უკან მდგომი ორგანიზაციები დაასახელა, იქნებ გაგვარკვიოთ, ვინ იყო კანონის პირდაპირი ადრესატი?
5. თუ თქვენ დაგიჯერებთ, მაშინ გკითხავთ, განა მაგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არ იქნა მიღებული თქვენი ხელისუფლების მიერ ის მრავალი კანონი, რომელიც ტრადიციული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო? ახლა რატომ გახდენ ეგ არასამთავრობოები მიუღებელი ხელისუფლებისთვის? რა შეიცვალა?
6. ასე ნაჩქარევად რა აუცილებლობას წარმოადგენდა კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება, თუ პარლამენტს კანონპროექტი მაინც ვენეციის კომისიაში უნდა გაეგზავნა, ხომ არ აჯობებდა, ჯერ დალოდებოდით იქიდან პასუხს?
7. 1938 წელს მიღებული ამერიკული კანონი მაშინ ევროპაში მძვინვარე ფაშიზმისა და საბჭოთა კავშირში კომუნიზმის წინააღმდეგ მიიღეს, ახლახანს კანადაც მაგ კანონს, როგორც განაცხადეს არჩევნებში ჩინეთის გავლენის გასანეიტრალებლად იღებს და თქვენი საფრთხის ობიექტი ვინ იყო? ანუ ქვეყანა საფრთხეს საიდან გრძნობს?
8. როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება და ხელისუფლებაც ასრულებს 12 პუნქტიან მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული კანონი მე-7 და მე-10 პუნქტებს ეწინააღმდეგება, ეს ხომ რბილად რომ ვთქვათ ნიშნავს არათანმიმდევრულობას?
9. ნებისმიერ სამართლიან პროტეტს, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ნაციონალური მოძრაობა, ან საზოგადოებაში სხვა ნდობა დაკარგული ორგანიზაცია თუ პერსონა შეუერთდება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათთან გაიგივების გამო საზოგადოებამ ზოგადად პროტესტზე უარი უნდა თქვას?
10. ბატონო პრემიერო, სხვა ამერიკული კანონმდებლობის გადმოტანაზე ხომ არ ფიქრობს ხელისუფლება? მაგალითად"სასურსათო უსაფრთხოების შესახებ", "პატრიოტულ აქტზე", კანონი "ტენდერების შესახებ", სადაც ადგილობრივ წარმოებებს უპირატესობა ენიჭებათ უცხო კომპანიებთან შედარებით, სასამართლო კანონმდებლობის, რის მიხედვითაც სასამართლო არც წლობით იწელება როგორც ჩვენთან და სამართალიც ადვილად საპოვნელია, კანონი უმუშევრების კომპენსაციაზე და სხვა?"
0
199
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0