საქართველო გაიცანით მარტის აქციების სიმბოლო - ქალი ევროკავშირის დროშით 2023, 11 მარტი, 20:30 თბილისში გამართული აქციების ერთმა კადრმა, სადაც ქალი ევროკავშირის დროშით, წყლის ჭავლს ებრძვის, ჯერ საქართველოს, ხოლო შემდეგ მსოფლიოს მედია მოიარა. კადრი საპროტესტო გამოსვლების სიმბოლო გახდა.
ვინ არის ქალი ევროკავშირის დროშით? რადიო "თავისუფლებამ" მისი ვინაობა გაარკვია და ინტერვიუც ჩაწერა.
ეს მამაცი ქალი 47 წლის ნანა მალაშხიაა.
ნანა ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობს. ის 7 მარტს, აქციაზე ქმართან და დასთან ერთად იყო. აქციაზე მიყენებულ დაზიანებებს კი ახლაც იშუშებს...
92 1-ს მოსწონს 1-ს არა
|