x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"გავწმინდოთ კედლებზე წარწერები! ვიქონიოთ ჯაგრისი, წყალი, რეზინის ხელთათმანები..."-თედო რეხვიაშვილი

image

ქართველი ხელოვანი თედო რეხვიაშვილი გამოდის ინიციატივით და ახალგაზრდებს მოუწოდებს აქციის შედეგად დაზიანებული შენობები, შუშები და სკამები უწმაწური წარწერებისგან გაასუფთაონ:


"მეგობრებო, ჩემო მოსწავლეებო და სხვა ახალგაზრდებო, ვინც მხარს ამიბამთ შევიკრიბოთ ქაშვეთთან დღეს 18:00 და რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე გავწმინდოთ კედლებზე წარწერები. ვიქონიოთ ჯაგრისი, წყალი, რეზინის ხელთათმანები და ქიმიური მოსაშორებელი ხსნარი ზურგჩანთებში. ვინც ვერ მოახერხებთ, უბრალოდ გადააზიარეთ და მეტი ვიქნებით, მალე მოვრჩებით. მე მივდივარ მოკლედ. P.S. ეს არ იქნება ვინმეს გამოხატულების მიმართ უპატივცემლობა, პირიქით, ჩვენივე პროტესტი იქნება უკეთესი".
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებმა დაწვეს და დაამტვრიეს რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის პატრულის მანქანა, დაამტვრიეს ქუჩაში სკამები, მოსაცდელები და ბუნკერები, რომელიც ბარიკადებად გამოიყენეს.ასევე ჩაამტვრიეს რამდენიმე შენობის შუშები, გააკეთეს უწმაწური წარწერები, მათ შორის რუსთაველის თეატრის შენობაზეც.
1
129
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
129
  
2023, 10 მარტი, 19:33
ყოჩაღ
0 1 1