x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ბო@ი რომ ქალიშვილობის აღდგენას მოისურვებს, ის უფრო კუზანოვური იქნებოდა"- ია ფარულავა

image

მსახიობი ია ფარულავა "ვივა მედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის იმ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ნინო წერს, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე უნდა ყოფილიყო ლუსტრაციის კანონი მიღებული" და ახლა ასეთი შეხლა შემოხლა აღარ იქნებოდა "უცხოელ აგენტების" შესახებ კანონზე:" ბოზი რომ ტრუსიკის ამოწევას მოასწრებს და ქალიშვილი ვარო, რომ ყვირის"-ახლა ასეა საქმეო.


ნინოს პოსტს გამოეხმაურა ია ფარულავა და კომენტარში ასეთი რამ დაუწერა:


"ნინო რა ტრუსიკი, რის ტრუსიკი?"



"ნინო ქოცია და ამას არ მალავს სხვებივით, ეს არ ნიშნავს რომ ცუდი ადამიანია, უბრალოდ ტრუსიკის აწევის მაგივრად დავწერდი, ბოზი რომ ქალიშვილობის აღდგენას მოისურვებს... უფრო კუზანოვური იქნებოდა"

image


დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭომ და „ხალხის ძალამ" კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" უკან გაიწვია.



„ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.


გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.


ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.


ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.


ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.


საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

0
986
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
986
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0