x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რაც ერთი შეხედვით, უიღბლობად გვეჩვენება, შეიძლება უდიდესი სიკეთე იყოს...

ბევრ ჩვენგანს, ხშირად გამოუთქვამს უკმაყოფილება მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო და იმაზე ნაკლებად დაფიქრებულა, რომ ყველაფერი შეიძლება უარესადაც ყოფილიყო. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად რაღაცის უკმაყოფილონი ვართ და ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება კარგი რაღაცეები, რასაც სამყარო გვაძლევს...


image


ეს იგავიც იმის შესახებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამყაროს ნდობა და ნებისმიერ სიტუაციაში, სიმშვიდის შენარჩუნება.

მიდიოდა ბიჭი ტყის ბილიკზე. მზე ანათებდა, ჩიტები ჟღურტულებდნენ და ჰაერში ტყის ბალახის მომაჯადოებელი სურნელი ტრიალებდა. ბიჭის გული სიხარულით იყო სავსე, სიცოცხლის სიხარულით!
და უეცრად, მან ფეხი გამხმარი ხის ფესვს წამოჰკრა და მუხლიდან სისხლი წამოუვიდა. ძლიერმა ტკივილმა ზაფხულის ფერები გააქრო და გამწარებულმა წამოიძახა:
— ღმერთო! რატომ დამიდე ეს ფესვი გზაზე? შენ რანაირი მფარველი ხარ, თუ ასე დაცემის უფლება მომეცი? — გულისწყრომით შესჩივლა მან ღმერთს.
ადგა და კოჭლობით, სხვა ბილიკზე გადავიდა. ტკივილი თანდათანობით გაყუჩდა. ბიჭი მეტისმეტად კეთილი იყო საიმისოდ, რომ წყენა გულში ჩაედო და გზას ისევ მხიარული განწყობით გაუდგა. ის საკმაოდ დაღლილი იყო, ამიტომ წყურვილის მოსაკლავად და ძალების აღსადგენად, წყაროსკენ დაეშვა.
წყალი რომ დალია, გზის გაგრძელება გადაწყვიტა. მაგრამ, კლდეზე რომ ადიოდა, ფეხი დაუცურდა და იქვე მდებარე ქვაზე დაეცა.
— ღმერთო, რატომ არ მიმართლებს?! ისევ დაგავიწყდი და არ მეხმარები, რომ საკუთარ გზაზე მშვიდად და უსაფრთხოდ ვიარო!
ვიდრე ის ადგა და თავისი დაშავებული ადგილები დაათვალიერა, მის სიახლოვეს, ერთი დიდი, ნახევრად გამხმარი ხე გადავარდა და კინაღამ ქვეშ მოიყოლა.
წყაროდან მომავალი ბილიკი დიდ გზაში გადაიზარდა და ბიჭი ისევ კარგ ხასიათზე დადგა...

და არ იცოდა მან რომ, როდესაც პირველად წაიქცა და გზის გაგრძელება ვერ შეძლო, მისგან შორიახლოს, შხამიანი გველი მიხოხავდა... და რომ არ დაცემულიყო, აუცილებლად ფეხს დაადგამდა და სიცოცხლესაც გამოემშვიდობებოდა. ხოლო მეორედ, რომ არ დაცემულიყო, დიდი, მძიმე ხის ქვეშ მოჰყვებოდა და დაიღუპებოდა.
გზამ ის დიდ მინდორზე გაიყვანა და უეცრად, საიდანღაც, შავი ღრუბელი გამოჩნდა, ძლიერი ქარი ამოვარდა და ცამ იქუხა. დასაწყისში წამოსული პატარა ზომის წვიმის წვეთები, მალე გამსხვილდა. შემდეგ, უფრო გაიზარდა და კოკისპირული წვიმა დაიწყო.
ბიჭი თავშესაფარს ეძებდა და ტყის მახლობლად, ცალკე მდგარი, დიდი მისკენ გაიქცა. მაგრამ, სველ ბალახზე ფეხი დაუცურდა, მიწაზე დაეცა და ხელი მოიტეხა.

და შეიძულა მან საკუთარი ღმერთი.
— აღარ მჯერა, რომ არსებობ, — ტკივილისგან გამწარებული, იჯდა სველ მიწაზე და ყვიროდა.
ამ დროს, ცა კიდევ ერთხელ განათდა და სწორედ იმ ხეს, რომლისკენაც ის გარბოდა, მეხი დაეცა და დაცემამ, კიდევ ერთხელ იხსნა ბიჭი გარდაუვალი სიკვდილისგან.


ასე, რომ, ის, რაც ერთი შეხედვით, უიღბლობად გვეჩვენება, შეიძლება პირიქით, უდიდესი სიკეთე იყოს! ამიტომ, არ არის საჭირო, ყოველი დაცემის შემდეგ, ღმერთისთვის და ბედისწერისთვის საყვედურის თქმა. შესაძლებელია, ბედი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია და სწორედ ამიტომ გვივლენს მცირე უბედურებას, რომ უფრო დიდისგან დაგვიფაროს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ანეკდოტები ქალებზე და არა მარტო

* სიყვარულის 20 " სახე" და მომენტი

* "შავი ალმასი" – ვაშლის ჯიში, რომლის 1 ცალი 20$ ღირს

* 2023 წლის თებერვალი – საუკეთესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...

* ყველაზე გულუხვი "წვრილმანი გასამრჯელო" მომსახურებისთვის

* დაუჯერებელია – ნიგერიელები ქუჩაში აფთრებით სეირნობენ



1
272
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
272
  
2023, 9 მარტი, 23:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1