x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ანეკდოტები ქალებზე და არა მარტო

image


იჯდა მაიმუნი ხეზე, მდინარის თავზე. მდინარეში კი, 2 ნიანგი ცურავდა. დაინახეს მაიმუნი ნიანგებმა და მისი გამასხარავება გადაწყვიტეს:

მოდი ვკითხოთ – უთხრა ერთმა ნიანგმა მეორეს – «მაიმუნო, გათხოვილი ხარ?». თუ იტყვის, რომ გათხოვილია, ვეტყვით: «ეგეთი მაიმუნი ცოლად ვინ წაგიყვანაო». მაგრამ, თუ იტყვის, რომ გათხოვილი არ არის, ვეტყვით: «ეგეთ მაიმუნს, ვინ წაგიყვანსო?!»

მიცურდნენ ნიანგები მაიმუნთან და ეკითხებიან:

– მაიმუნო, გათხოვილი ხარ?

– გათხოვილი? როგორ უნდა გავთხოვდე, როდესაც ირგვლივ მხოლოდ ნიანგები არიან?...

***

მასწავლებლის ჩანაწერი ბავშვის დღიურში: «თქვენი ვაჟი ძალიან ბევრს ფიქრობს გოგონებზე.»
დედის პასუხი: «გამოსავალს თუ იპოვით, მაცნობეთ. მამამისსაც იგივე პრობლემა აქვს.»

***

– ჩემმა ცოლმა იმდენი მოახერხა, რომ მორწმუნე გავხდე.
– არა მჯერა!
– ასეა. ქორწინებამდე არა მჯეროდა, რომ ჯოჯოხეთი არსებობდა.

***

დაქალები საუბრობენ:
– გუშინ შევდივარ სადარბაზოში, იქ კი – მანიაკია!
– ღმერთო, რა საშინელებაა!!!
– ჰო-ჰო! მანეც ასე თქვა!.. და გაიქცა.

***

ყველაზე ბედნიერი დღე გოგონას ცხოვრებაში, მისი ქორწილის დღე არის – ამ დღეს, მან ზუსტად იცის, თუ რა უნდა ჩაიცვას.


image


კამათში ქალს რომ მოუგოთ, ორი ხერხი არსებობს: პირველმა უნდა იტირო, ან
თავი მოიმკვდარუნო.

***

ყველა ქვეყნის სათავეში ქალი რომ იყოს, ომი აღარ იქნება, ქვეყნები ერთმანეთს, უბრალოდ, არ დაელაპარაკებოდნენ.

***

ქალის ტვინის 90% იმ აზრებით არის დაკავებული, თუ რა უნდა მოიმოქმედოს, რომ მან (მეორე ნახევარმა) ის გააკეთოს, რაც მას უნდა.

***

ორი მეგობარი გოგონა საუბრობს:
– ახლა რა ვუთხრა?
– სიმართლე.
– რა სიმართლე?
– რა ვიცი... მოიგონე რამე...

***

ქალი ყოველთვის ხვდება მამაკაცის განზრახვას, რომლის შესახებ, კაცს წარმოდგენაც კი არა აქვს.


image


ქალისთვის გარდერობი – წამალია, ხოლო ჯანმრთელობაზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. ყოველი ახალი ნივთის შეძენის შემდეგ, ის ამბობს: მე არ მინდოდა, თვითონ მეყიდინა. მეძახდა: წამიყვანე... წამიყვანეო.

***

– გოგონა, ვიცი რომ, უკვე დიდი ხანია, რაც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელოდებით. არა?
– დიახ, ასეა.
– ჰო და მოვედი.
– რა მაგარია! და პრინცი სად არის?

***

ქმარს ვურეკავ. 5-ჯერ დავურეკე... არ მპასუხობს. ვწერ მესიჯს: «ძვირფასო, შენი მანქანა გავკაწრე»... და 7 წუთის შემდეგ, უკვე 113 გამოტოვებული ზარი მაქვს...

***

მდიდარი ცოლ-ქმარი ძვირადღირებულ რესტორანში ვახშმობდა.

მოულოდნელად, მათ მაგიდასთან ლამაზი ახალგაზრდა ქალი მივიდა, მამაკაცს აკოცა და უთხრა:
– მოგვიანებით შევხვდებით, საყვარელო!
ცოლი შოკში ჩავარდა. შეხედა ქმარს გაფართოებული თვალებით და უთხრა:
– ვერ გავიგე, ეს რა იყო???
ქმარმა, თითქოს, არაფერი მომხდარაო, ვახშმობა გააგრძელა:
– ჩემი საყვარელია – თქვა მან უდარდელად.
– რა?! გაყრას მოვითხოვ!!!
– პრობლემა არ არის. – გაყრაზე თანხმობა განაცხადა ქმარმა. – მაგრამ, გაითვალისწინე, თუ დავშორდებით, პარიზში ვერ ივლი საყიდლებზე, ზამთარში არ წახვალ კარიბებზე, დაივიწყებ ლექსუსს და გოლფის კლუბს. შენი გადასაწყვეტია ძვირფასო – უთხრა ცოლს.
სწორედ ამ დროს, ცოლმა შენიშნა, რომ მათი საერთო მეგობარი, ბიზნესმენი, შემოვიდა რესტორანში, მისთვის უცნობ, ქალთან ერთად და ქმარს ჰკითხა:
– ჯეკთან ერთად ვინ არის?
– მისი საყვარელია – უპასუხა ქმარმა.
– ჩვენი ბევრად ლამაზია! – თქვა კმაყოფილმა ცოლმა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მისი კარიერა ფოტოსურათებით დაიწყო და სიკვდილის შემდეგ "სიცოცხლეც", ფოტოსურათებით გაგრძელდა... (30 ფოტო)

* "შავი ალმასი" – ვაშლის ჯიში, რომლის 1 ცალი 20$ ღირს

* 2023 წლის თებერვალი – საუკეთესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...

* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ

* ყველაზე გულუხვი "წვრილმანი გასამრჯელო" მომსახურებისთვის

* დაუჯერებელია – ნიგერიელები ქუჩაში აფთრებით სეირნობენ



0
738
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0