x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ქალთა დღის შესახებ
image

1. მშრომელი ქალების ბრძოლას თანასწორობისათვის ქალთა საერთაშორისო დღის დაწესების იდეა მოჰყვა, რომელიც კლარა ცეტკინს ეკუთვნის. მან, მე-20 საუკუნის დასაწყისში, თავის მეგობარ როზა ლუქსემბურგთან ერთად, მოუწოდა მშვენიერ სქესის წარმომადენლებს მოეწყოთ აქციები და მსვლელობა ამ დღეს, რითაც მიიპყრო ზოგადი ყურადღება ქალთა პრობლემებზე.


2. 8 მარტის მთავარი ყვავილის სიმბოლოა მიმოზა. სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვუწოდებდით "მიმოზას" ოფიციალურად არის ვერცხლისფერი აკაცია..


ნამდვილი მიმოზა უფრო ღია იასამნისფერი ყვავილია, რომელიც არასოდეს იძლევა მდიდრულ გამას, როგორც აკაცია, თუმცა იმავე ოჯახს ეკუთვნის.. საქმე იმაშია, რომ ამ მცენარის იტალიური (ესპანური და კატალონიური) სახელი ჟღერს Mimosa-ს მსგავსად.



3. ქალთა დღესასწაული ძველ რომში აღინიშნებოდა და როგორც მოსალოდნელი იყო, საჩუქრებით და მილოცვებით. რომაელები მეუღლეებს საჩუქრებს ჩუქნიდნენ, მონებს კი დასვენების დღე დაუწესეს.


4. 1950 წლის 8 მარტს, ქალთა დღეს, სსრკ-მ გამოაცხადა, რომ ატომურ ბომბს ფლობს.


5. 1910 წლის 8 მარტს ფრანგი მფრინავი ელის დე ლაროში გახდა მსოფლიოში პირველი ქალი მფრინავი თვითმფრინავით ფრენის ლიცენზიით. ასეთი სტატუსის სიმბოლური მინიჭება უბრალო დამთხვევა იყო, მაშინ ქალთა დღე ჯერ არ აღინიშნებოდა, თუმცა დღესასწაული იმავე წელს დაწესდა.


6. 8 მარტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ: სომხეთი, აზერბაიჯანი, ავღანეთი, ბელორუსია, ბურკინა ფასო, ვიეტნამი, გვინეა-ბისაუ, საქართველო, ზამბია, ყაზახეთი, კამბოჯა, ყირგიზეთი, კირიბატი, ჩინეთი, კოსტა რიკა, კუბა, ლაოსი., მადაგასკარი, მოლდოვა, მონღოლეთი, ნეპალი, რუსეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უგანდა, უზბეკეთი, უკრაინა, ხორვატია, ჩერნოგორია, ერითრეა, ლატვია.


7. მადაგასკარში 8 მარტი დასვენების დღეა მხოლოდ ლამაზი სქესისათვის. ჩინეთში კი ეს სამუშაო დღეა, თუმცა დღესასწაული. სსრკ-ში ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ მხოლოდ 1966 წელს გამოცხადდა


8. ტრადიციულად, პორტუგალიელი ქალები არასოდეს აღნიშნავენ ქალთა დღეს მამაკაცების გარემოცვაში. 8 მარტი ამ ქვეყანაში გოგონათა წვეულების დღეა.


9. სირიაში 8 მარტი რევოლუციის დღეა, ზამბიაში - ახალგაზრდობის დღე, მალაიზიაში - სულთნის დღე, ლიბერიაში - დაღუპულთა ხსოვნის დღე.


10. ყველამ არ იცის, მაგრამ არის დღესასწაული მამაკაცის საერთაშორისო დღე - 19 ნოემბერი. იგი პირველად აღინიშნა ლათინური ამერიკის ქვეყანა ტრინიდად და ტობაგოში, მოგვიანებით კი ეს დღესასწაული საერთაშორისო გახდა. თუმცა, ამ შემთხვევაში დასვენების დღე არავის გამოუცხადებია.

0
59
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0