x
image
თუთიკო ბერძენა
კიდევ ერთხელ ვინც გვიპირებს საკუთარი, მყრალი ბუნაგისგენ წათრევას, რაც 240 წლის  მანძილზე არაერთხელ უცდია
image
როცა კანონი სამტროა და არა სასიკეთო;
როცა ის აპირისპირებს საზოგადოებას, და არ აერთიანებს;
როცა ის მიუღებელია შენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან უვარგისია;
როცა არ მოსწონთ შენს მეგობრებს, რადგან ის საზიანოა;
როცა მას, შენი ყველაზე ახლო მეგობარი სიკეთეთა გამანადგურებელს უწოდებს;
როცა მისი სულისკვეთება დამღუპველია, რადგან ის იმედს კლავს;
როცა მისი მიზანი დემოკრატიის განქიქებაა;
როცა ის თავისუფლებას ემუქრება;
როცა ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თქვენი შვილების მომავალს;
როცა კანონი, ქვეყანას წირავს საორღობედ, რომლის ბოლოშიც მხოლოდ პროვინციული რუსეთია;
როცა კანონი რუსულია, რაც ბუნებრივად ნიშნავს იმას, რომ ანტიქართულია,
ვის სჭირდება ეს?

სჭირდება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მარადიულ მტერს,
სჭირდება მას, ვისაც ქართულის საზოგადოების დაპირისპირება უხარია,
სჭირდება მას, ვისთვისაც ის თავისი არსით მისაღებია,
სჭირდება მას, ვისთვისაც მისი სულისკვეთება მომგებიანია,
სჭირდება მას, ვისთვისაც აქაური დემოკრატია სახიფათოა,
სჭირდება მას, ვისაც ჩვენი თავისუფლება ყელზე ადგას,
სჭირდება მას, ვისაც ჩვენი შვილების მომავალი ფეხზე ჰკიდია,
სჭირდება მას, ვისაც საქართველი თავის უკანა ეზოდ მიაჩნია.
მას, ანუ რუსეთს, კიდევ ერთხელ რომ გვიპირებს საკუთარი, მყრალი ბუნაგისგენ წათრევას, რაც 240 წლის მანძილზე არაერთხელ უცდია.
ამის გატარება არ გამოვა, ვინაიდან ბუნებრივად შეუძლებელია
7
53
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
53
  
და ბოლოს,ხომ ხარ დაინტერესებული პირი და გაწუხებს ეს ამბავი,შემიძლია ორგანიზება გავუწიო შენს შეხვედრას ამ კანონის ორგანიზატორებთან ნებისმიერ დროს და პირადად უთხარი,რა არ მოგწონს ამ კანონპროექტში. თუ გინდა,იმ შეხვედრის დროს,პუნქტებით გავიაროთ ეს თემა ასევე ნებისმიერ დროს. ისე კი არა,დეკანოიძეები და სხვა პარაზიტების ენით მესაუბრო,შეგახვედრებ და შენი გულის წუხილი უთხარი. თუ გინდა ეს იყოს პარლამენტში ან სხვაგან. რა გგონია,აქ იმიტო ვწერ რო რამე არ ვიცი ან ამ ხალხს არ ვიცნობ ან ქოცი ვარ? საერთოდ მკიდია ყველა პარტია,მათ შორის ქოცები. იდეოლოგიურად საერთოდ სხვაგან არიან,მაგრამ სწორი თუ არის რამე,ტაშს დავუკრავ. პირადში მომწერე თუ სურვილი გექნება და შევთანხმდეთ.
ადამიანი არ უნდა იქცეს ცხოველად და მას უნდა შეეძლოს აზროვნება. ამისათვის თავი აქვს ადმიანს და ტვინი,რაც იდეაში უნდა ეხმარებოდეს ამაში,მაგრამ ბალიშზე საგორაოდ აქვს ბევრს.თუ გახსოვს,გეუბნებოდი კორონა ისტერიაზე,რომ არ შეიძლებოდა ასე და ადამიანების დაყოფა ორ ჯგუფად იყო მავნებლობა,ხომ შეთანხმდა ყველა ახლა ამაზე? იმასაც გეუბნეოდი,რომ ადამიანი პანდემიის დროს არ იცავეს წესებს მაშინ,თუ მას უჭირს და პურის ფული არ აქვს,რა ვტყუოდი? ყველაფერზე რუსულის მიკერება ყვირილი არის სწორედ კომუნიზმი და საბჭოური აზროვნება ან მეტიც,ნაციზმი. აგერ ნახავ ყველაფერს,როგორ მოუხდიან ბოდიშის ბევრ რუსს იმისათვის,რომ ნაციზმით ებრძოდნენ. კანონი ეროვნება არ აქვს კიდევ და ნებისმიერი სპეკულაცია ამაზე არის მავნებლობა. თუ რაიმე გჭირდება და სწორია,მაშინ მისი წარმომავლობა უადგილოა. ბევრი ქვეყანა იყენებს ხამურაბის კანონების ნაწილს,ზოგი იყენებს რომაულს და იუსტინიანეს კანონებს,რა გინდა მითხრა,რომ ყველა ეს ხალხი ჰუმანურობის აპოლიგეტები იყვნენ? ერთპიროვნული მართველები იყვნენ ორი,ხოლო რომი იმპერია იყო. რა გამოდის,რომ ყველა ქვეყანა,რომელიც ამას იყენებს იმპერიაა? ან იმპერიალისტური აზროვნება აქვს?
ეხლა,ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება,ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ნებისმიერი კომპანიის დაფინანსების წყაორების ცოდნა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თუ მას სურვილი ექნება,უნდა ქონდეს საშუალება მოიძიოს ინფორმაცია ვიღაცაზე. ნებისმიერი არეულობა იწყება ინფორმაციის ნაკლებობით,ასე იყო იმ შავებდით წლებშიც. ადამიანებმა არ იცოდნენ ვიღაც სუბიექტებზე არაფრი და ბრმად მიყვებოდნენ,როგორც ეხლა თქვენ აკეთებთ. მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირება და დაანგრიეს ქვეყანა. შესაძლოა,ვიღაც გიძახოდეს "შინ ევროპაში" აქციისთვის და ფინანსდებოდეს რუსეთიდან,მისი მიზანი სხვა იყოს და შენ გამოგიყენოს თავისი მიზნისთვის. მერე იმის მომიზეზება,თითქოს რამე არ იცოდი,არ იქნება გამოსავალი,რაგდან დაშავებული გექნება. ჩემთვის ეს კანონი არაფერს ცვლის,რადგან საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს,ვარჩევ თეთრს და შავს,შენაირ ახალგაზრდებს სჭირდება ეს კანონი. აგერ გეუბნები,რომ გიყენებენ ამორალური ხალხი შენ და შენს მსგავს ახალგაზრდებს სენსიტიური თემით,თქვენი გამოყენებით სურთ დივიდენდების მიღება,მაგრამ არ გჯერა,რატომ? იმიტომ ზომბირებული ყავთ ხალხი,სკოლიდან მოყოლებული დამუშავების პროცესი ყავხართ სისტემას და დაგიმუშავეს აზროვნება. სისტემა ჩემს დროსაც იყო,მაგრამ ჩემნაირი ხალხის თავში შეძრომა და ხელის ფათური ადვილი საქმე არ არის. ნანახი გექნება ფილმი "მეამბოხე",როცა რაღაც ნემსს უკეთებენ ადამიანებს და არ მოქმედებს მხოლოდ დივერგენტებზე,ეგრე იყო ჩემს შემთხვევაში,ჯერ სკოლაში,მერე უნივერსიტეტში,ჯარში და ახლა სამსახურში. ჩემნაირებისთვის,შენაირი ახალგაზრდის ინფორმირება უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე რომელიმე პარტიის თუ დაინტერესებული პირის ინტერესები,რაგდან შენ ხარ(ახალგაზრდა თაობა) ხართ საქართველო და არა ის პოლიტიკოსები,რომელბიც გაკივიან სულ ან ეჯოეოს პრივილეგირებულთა საზოგაოდება. მე შენთან არანარი პრობლემა არ მაქვს,მხოლოდ ერთს გთხოვ,იაზროვნე კრიტიკულად და ადვილი სამიზნე არ გახდე ვიღაცის ხელში.
არსებობს ასეთი ნაწარმოები "რაც ჩანს და რაც არ ჩანს" და გირჩევდი წაიკითხო. შემიძლია,გითხრა,თუ რა ინტერესები ამოძრავებთ ქოცებს ან მათი ოპონენტებს ამ კანონზე ამხელა აჟიოტაჟით ნახსენები ნაწარმოების გამოყენებით. მერე მოგახსენებ,ჩვენ,საზოგაოდებას რა სარგებლის მიღება შეგვიძლია აქედან და რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმირებული მოქალაქე.
რა სურთ ქოცებს,ქოცეთი თითქოს ადამიანებზე ფიქრობენ და შემოაქვთ ეს კანონი,რათა წყნარად იქნას მიყვანილი სხვა კანონპროექტი,რომელიც თავდაცვას შეეხება და უფრო სანერვიულოა,ვიდრე ეს აგენტების კანონი. ერთად არღვევენ ადამიანის უფლებებს და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. იმ კანონს მიიღებენ და შესაძლოა ეს კანონი დაკიდებული იქნას,რადგან ინფორმირებული მოქალაქე არც ქოცეთს არ აწყობთ.
ეხლა,ოპოზიციური სექტის და ენჯეოს დაინტერესება, თითქოს რაღაცას იცავენ,მაგრამ რეალურად არაფერი დასაცავი არ აქვთ. ცდილობენ,უფრო მეტი გრანტის მოპოვებას,რადგან პოპულარიზციას ზრდიან. შეუძლებელია სიტყვა იყოს პრობლემა,საქმე არის ყოველთვის პრობლემა და ქმედება. არანარი ქმედება არ მოხდება ისეთი ამ კანონით,რაც მათ ზღუდავთ,თუ კეთილსინდისიერი პროცესების მონაწილენი არიან. ოპოზიციას უნდა,თავისი საჭიროება გამოიგონოს და რაღაცას ცდილობენ,საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობენ სხვა მიზნებისთვის და არა იმისთვსის,რომ ხალხზე ზრუნავენ. საერთოდ არ ადარდებთ ხალხი.
დავიწყოთ იქედან,რომ კანონი წაკითხული არ გაქვს თუთიკო,თუ სურვილი გექნება,შემიძლია ორივე ვარიანტი მოგაწოდო. თუ წაიკითხე და ეს დასკვნა გამოიტანე,მაშინ იმაზე ცუდად არის საქმე,ვიდრე მეგონა. ევროპა ასე ბრმად მიყოლას ნიშნავს? თუ ენჯეო სექტორი არის საქართველოს მოქალაქენი? თუ იქ არის სიმართლე,თითქოს ქართველი ხალხის 80% სურს ევროკავშირი? თუ ის არის სიმართლე,ქართველი ხალხის მოთხოვნა არის უპირველესი ამ ენჯეო თუ ოპოზიციური სექტისთვის? ქართველ ხალხს სურს,რომ იყოს მშვიდობა,სტაბილურობა,ეკონომიკური აღმავლობა,სამუშაო ადგილები და პროქართული ინტერესის გატარება ყველა დონეზე. რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგენი? ჩემი აზრით,არცერთი კრიტერიუმი არ არის თქვენზე მომჯდარი. ჩემზე ბევრად პატარა ხარ და შენი აზროვნება არის იმის დასტური,რომ არის ძალიან ცუდი განათლების სისტემა და არაფერში არ გვადგება ევროპული არჩევანი. ვიწრო აზროვნების თაობა მოდიხართ,თითქოს ბევრს კითხულობთ,მაგრამ მაინც ვიწრო აზროვნების რჩებით,რატომ? სად არის პრობლემა? ჩაძახე ამოძახე თაობა არის ის,რასაც უნდა ეწინააღმდეგებოდეთ და უნდა ცდილობდეთ,მეტი კრტიტიკა და ანალიზი ჩაუტაროთ რაიმე პროცესს.
2023, 7 მარტი, 6:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 მარტი, 6:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7