საქართველო ვინ არიან ე.წ. აგენტების კანონის ინიციატორები 2023, 6 მარტი, 23:56 "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი", რომელიც წარმოადგენს რუსული კანონის ანალოგს, საფრთხეა არა მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არამედ, ზოგადად, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვინც კრიტიკას გამოთქვამს მომავაში. ამ სახიფათო შედეგებზე საუბრობენ მერამდენე დღეა უკვე ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. მათ არა ერთხელ მოაწყვმეს აქცია ''არა რუსულ კანონს''. თუმცა დეპუტატები უცნაური მონდომებით იცავენ კანონპროექტს განსაკუთრებით მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი, ეკა სეფაშვილი. ეს არის ის 9 დეპუტატი, ვინც წინა ხაზზე დგას და ვინც ოფიციალურად მონაწილეობს რუსული კანონპროექტის მიღებაში: 1. სოზარ სუბარიფოტო: ტაბულა2. დიმიტრი ხუნდაძეფოტო: ipress.ge3. მიხეილ ყაველაშვილიფოტო: ხალხის ძალა4. გურამ მაჭარაშვილიფოტო: ხალხის ძალა5. ეკა სეფაშვილიფოტო: პირადი ფეისბუქ-გვერდიდან6. ვიქტორ ჯაფარიძეფოტო: პუბლიკა7. ირაკლი (დაჩი) ბერაიაფოტო: იმედი8. ზაალ მიქელაძეფოტო: იმედი9. დავით კაჭარავაფოტო: netgazeti.ge334 1-ს მოსწონს 2-ს არა |
კუდიანებზე ნადირობაა?!!!
ეს კანონი ზუსტად იმიტომაა თქვენნაირებისგან რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა!
1)თუ კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას,მას ვერ დააინიცირება. პარლამენტში არსებობს აპარატი,რომელიც დამოუკიდებელი სუბიექტებისგან შედგება და საკმაოდ მცოდნე ხალხია. ეს აპარატი შეისწავლის ნებისმიერ ინიცირებულ კანონპროექტს და ისე არეგისტრირებს.
2) სწორედ,მაჭარაშვილი,სუბარი და ეს ხალხი იყო,რომლებმაც კონსტიტუციაში გააკეთეს ჩანაწერი ევროინტეგრაციის. რა გამოდის,ევროპა არ უნდათ და თავის თავს გაუჩალიჩეს? სად არის ლოგიკა? ან რა ლოგიკას ვთხოვ გრანტიჭამიებს.
3) თუ აპარატი შეცდა და გაეპარა ისეთი კანონპროექტი,რომელიც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან(წარმოუდგენელი ამბავია ისე),მარტივად არის შესაძლებელი ამ კანონის გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მისი ჯანი. ცნობისათვის,გირჩებმა მოიგეს რამოდენიმეჯერ ეგ სასამართლო და საკმაოდ სანდოოა.
4) აგენტის განმარტება ადამიანურ ენაზე, აგენტი არის უცხო პირის წარმომადგენელი და მათი ინტერესების გამტარებელი. როცა ამბობენ,რომ საფეხბურთო აგენტი,სადაზღვეო ან სოციალური აგენტი სხვა თემაა არის დიდი ტყუილი,რადგან აგენტის განმარტება ერთია. საფეხბურთო აგენტი არის ფეხბურთელის წარმომადგენელი და ატარებს მის ინტერესებს. სადაზღვეო აგენტი არის თავისი ორგანიზაციის წარმომადგენელი და კლიენტთან ატარებს დამსაქმებლის ინტერესებს. სოციალური აგენტი არის სახელმწიფოს წარმომდგენელი სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფთან ურთიერთობისთვის და ატარებს სახელმწიფოს ინტერესებს. ენჯეო სექტორი არის თავისი დამფინანსებლის წარმომადგენელი და ატარებს მათ ინტერესს,რაც იგივე აგენტია.
დინამო თბილისი და მისი მეპატრონე რომან ფიფია, დინამოს მთავარი სპონსორი იყო რუსული ბანკი ვთბ და წლების განმავლობაში უწევდა რეკლამირებას ამ ბანკს. როცა რომან ფიფია მოვიდა დინამოში,ქართული დ იყო გერბზე ამ გუნდის,ხოლო რებრენდინგი მოაყწო ჯიგარმა რომანმა და რუსული დ დააბრუნა. ასევე,უნდა ითქვას,რომ რომან ფიფია ფლობს წილს მოსკოვის დინამოში და ამ ჰლოდინგის გამო მოხდა ზემოთ თქმულიც. მოსკოვის დინამოს მსგავსი ემბლემა,ფერი და ერთი მეპატრონე ყავთ. ეს ხალხი ეძახის მაჭარაშვილს და სუბარს პრორუსს ხო? არ გიტყდებათ,როცა პატრიოტებად პოზიციონირებთ,ხოლო ფიფია გამოგყავთ ანტირუსად?
მაჭარაშვილზეც ვიტყვი,მაჭარაშვილი არის იმის იმ ქართველის განსახიერება,ვინც თავის თავზე გამოსცადა სამოქალაქო ომის პერიპეტიები,ის გაჭირვება და უბედურება. იმ დროს,როცა გოგი ხოშტარია და მისთანები რუსული ფულით ითფობდნენ ხელს,მაშინ მაჭარაშვილის მშობელები სოფელში გადასახლდნენ და ისე შოულობდნენ ლუკმა პურის ფულს,ხოლო როცა ელენიკო ხოშტარია მოსკოვის ბუტიკებში რიგში იდგა,მაშინ მაჭარაშვილი პურის რიგში იდგა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ დეპუტატს,ვინც მაჭარაშვილზე პატიოსანი და მცოდნეა თავის საქმის. ხომ გქვიათ ჟურნალისტები,ჩაატარეთ გამოძიება და გამოარკვიეთ,ვიტყუები თუ არა,როცა მაჭარაშვილს ვიცავ. ერთი ფაქტი დამისახელეთ,როცა მაჭარაშვილმა ბიუჯეტის ფული გამოხრა ან თავისი ახლობლები დაასაქმა სადმე,ან თანამდებობის ბოროტად გამოყენების ერთი ფაქტი დამიდეთ. ეგეთი რამე არ არსებობს და ვერც დადებთ. ამიტომაც სირცხვილია,თქვენაირმა ხალხმა აკრიტიკოთ გურამ მაჭარაშვილის მსგავსი ადამიანები