საქართველო სხვადასხვა მიმართულებით გვევლოს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! ამინ 2023, 6 მარტი, 18:10 მერაბ კოსტავა - რუსეთის ბოროტების იმპერია აუცილებლად უნდა დაინგრეს. მისი სიცოცხლეც ამ იმპერიის კლანჭებიდან სამშობლოს დახსნისათვის ბრძოლამ შესწირა.
კართაგენი უნდა დაინგრეს - სენატის ყოველ სხდომაზე ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა სენატორი კატონ უფროსი.
მსოფლიო ისტორიაში თითქმის ყველა იმპერია დაინგრა და გაქრა, აღარაა ძველი ეგვიპტის, საბერძნეთის იმპერიები, რომის იმპერია, მონღოლთა იმპერია, ბიზანტიის იმპერია, და აუცილებლად და მალე დაინგრევა იმპერიათა შორის უსაშინლესი და უბოროტესი რუსეთის იმპერია - ამბობდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები 1989 წელს მიტინგებზე,
მალე ეს ასეც იქნება...
1989 წლის 18 მარტს აფხაზეთიდან თბილისში ჩასულ დელეგაციას აკაკი ბაქრაძე შეხვდა, რომელიც წინა დღით რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს . შეხვედრაზე თენგიზ წულაიამ ბაქრაძეს ასეთი კითხვა დაუსვა:
- ბატონო აკაკი, დღევანდელი რუსეთის იმპერია მაგონებს გადაბერებულ, დაუძლურებულ უზარმაზარ სპილოს, რომელიც სადაცაა წაიქცევა და ჩვენც ქვეშ მოგვიყოლებს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებო?.
- პირველ ნაწილში გეთანხმებით, შედარება მომეწონა - გადაბერებული, მიხრწნილი სპილო სადაცაა წაიქცევა, მაგრამ ჩვენ გავასწრებთ და ქვეშ ვერ მოგვიყოლიებს, უპასუხა აკაკი ბაქრაძემ თავდაჯერებული ოპტიმიზმით.
საქართველოს მთელი თავისი არსებობის მანძილზე უდიდეს იმპერიებთან უხდებოდა ბრძოლა გადარჩენისთვის. დღესაც ასეა. ყველა იმპერიამ თავისი წილი ჭრილობები დაუტოვა. ერის მცირერიცხოვნებაც ამ მუდმივი ბრძოლების ლოგიკური შედეგია. მეზობელი თუ შორებელი იმპერიები ცდილობდნენ, ჩვენს შევიწროებას და ერთისგან დროებით თავდახსნილი, ამოსუნთქვას ვეღარ ვასწრებდით, მეორე იწევდა ჩვენკენ.
სწორედ ასეთმა ხახადაღებულობამ იმპერიებისა დააყენა ერეკლე მეორე დილემის წინაშე დააყენა. ორი დიდი იმპერიის - სპარსეთის და ოსმალეთის საქართველოზე სრულად გაბატონებისთვის ბრძოლაში ახალი, მზარდი, საშიში, ჯერ კარგად შეუცნობელი მესამე დიდი და მძლავრი რუსეთის იმპერია ჩაერია. ერეკლემ მიიღო საბედისწერო, იძულებითი და გადამრჩენი გადაწყვეტილება - აირჩია რუსეთის ქვეშევრდომობა, რასაც სახელმწიფოებრიობის გაუქმება და რუსეთთან იძულებით შეერთება მოჰყვა.
ბარათაშვილის „ბედი ქართლისას" მთავარ პოლიტიკურ საკითხთად სწორედ ეს დილემაა გამოკვეთილი. ერეკლე მეფისა და სოლომონ ლეონიძის დიალოგი მე-18 საუკუნის დასასრულის ქართული საზოგადოებრივი აზრის ორ მთავარ მიმდინარეობას ასახავს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხში.
ვის მხარეზეა ტატო ამ ეროვნული საკითხის გადაწყვეტის დროს? საკამათოა. შეიძლება იფიქრო, რომ პოეტი ერეკლეს პოლიტიკას უჭერს მხარს,
თუმცა ასევე შეიძლება იფიქრო, რომ პოეტის პოზიცია სოლომონ ლეონიძის პოზიციასთან უფრო ახლოა...
ბარათაშვილი თანაბარი სიმპათიით გვიხატავს ერეკლე მეორეს და სოლომონ ლეონიძეს – ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანებს, იგი არ იჩენს მიკერძოებას არცერთის მიმართ.
საწინააღმდეგო პოლიტიკური მიმართულების გადმოცემისას თანაბარი სიმპათიით გამოხატვა სინამდვილის არატენდენციურ, ობიექტურ გადმოცემას ნიშნავს და არა მთხრობელის გაორებას.
ამასთან ბარათაშვილი ეროვნული თავისუფლების იდეის თავდადებული მომხრეა. იგი სოლომონ ლეონიძის გრძნობებს დიდი თანაგრძნობით გვაწვდის. თუმცა კი, ლექსში ¨ საფლავი მეფის ირაკლისა¨ . პოეტი მიმართავს მეფის აჩრდილს: „აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი, და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ ძენნი შენნი“. ტატო, რა თქმა უნდა, ადამიანია, მერე რა, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი განმოჩენილი წინაპრების გაღნმერტება-გაკერპება. ბუმბერაზი პოეტია, მაგრამ - ადამიანი და არა ანგელოზი, ჩადამიანის ფსიქოლოგია კი ისეა მოწყობილი, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს, ეს ერთგვარი თვითგადარჩენის ინსტიქტია და სოლომონ ბრძენის სიბრძნის გატავისებაც " შეცვალო ის, რისი შეცვლაც შეგიძლია და შეეგუო იმას, რასაც ვერ შეცვლი, ამასთან განასხვავო ერთი მეორისგან. ადამიანი კონფორმისტული არსებაა სწორედ მისი თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე. განა ერეკლე მეფის გადაწყვეტილების გაკრიტიკება ნაყოფს გამოიღებდა უფრო ტკბილს იმ კონკრეტიულ ეპოქაში?
დღეს თითქოს ყველაფერი ხელისგულზე გვაქვს, თითქოს ყველაფერი ზედაპირზეა და თითქოს უფრო იოლი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღება. თან ახლა ეს გადაწყვეტილება ხომ ერთ კაცზე არაა თითქოს დამოკიდებული - ახლა მთელ ერს შეუძლია საღად იაზროვნოს და განსაჯოს. ახლა ყველანაირი ინფორმაცია, ყველა პლუსი და მინუსი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოგვეწოდება ყველას. ამდენი ისტორიული გამოცდილება დაგვიგროვდა „ჩვენ ხომ ახლა პითაგორაზე დიდი ვართ, რადგან ვიცით ყველაფერი, რაც იცოდა პითაგორამ და გარდა ამისა, ნიუტონის, დარვინის, კოპერნიკის და ომის კანონები და კიდევ ათასი სხვა რამ“ / კ/ფ "ღიმილის ბიჭებიდან"/.
იყო 1918-1921 წლები, მერე საბჭოთა იმპერიაში ძალადობით 70-წლიანი ტანჯვა-წამება, ეროვნული მოძრაობა და 1990 წელი - დამოუკიდებლობის გამოცხადება, შეიარაღებული პუტჩით ხელისუფლების დამხობა.
თითქოს ამდენის გადატანის შემდეგ ერის მეხსიერებას უნდა შემორცენოდა მწარე გაკვეთილები ახლო წარსულიდან და ერთი და იგივე შეცდომები აღარ გაგვემეორებინა. თუმცა იმ 70-წლიანი ტანჯვა-ვაების შემდეგ ხელახლა აღმოვჩნდით იმავე ცილის დასაწყისში. საზოგადოების ნაწილი ისევე თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს თავს, როგორც 1921-ის შემდეგ მტერს შემოძღოილი ვაიქართველები.
რუსეთის იმპერიამ მთავარ სამხედრო ბლოკს ომი გამოუცხადა. ჩვენზე ხელი არ აუღია.
სიტყვა „იმპერია“ იმთავითვე ბოროტებასთან ასოცირდება და სიტყვა „ფაშიზმისგან“ შედეგებით ბევრით არაფრით განსხვავდება.
რუსეთის იმპერიისგან ძალადობის შემდეგ მიერთებული ერების წარმომადგენლებს სრულყოფილ ადამიანებად არც მიიჩნევდნენ. ძაღლის ენაზე საუბრობენო - ჩვენზე ამბობდნენ. პირველი სკოლები რომ გაიხსნა - რუსულ ენაზე იყო სწავლება. პირველ ქართულ თეატრში, როცა სცენაზე ქართული დროშა გამოიტანეს და ხალხს თვალზე ცრებლები მოადგა - ეს თქვენი დროშა ცირკში გამოფინეთო, დამპყრობელმა და რომელი ერთი დამამცირებელი ეპიზოდი. შედეგად საზოგადოების მაღალმა ფენამ ქართულად საუბარიც კი შეწყვიტა და ქართული ენა თავად გამოაცხადა ნაწილმა მდაბიო ენად. ხოლო დამპყრობელი ერი - განმანათლებლად..
ხალხის მეხსიერება ხანმოკლეაო, ამბობენ პოლიტიკოსები და ამით იკმედებენ თავს, როცა საშინელებებს სჩადიან, ალბათ მართლაც ხანმოკლეა, მაგრამ არა ყველასი....
32 1-ს მოსწონს 1-ს არა |
ახლა კურსზეც ვთქვათ,არასოდეს მიფიქრია იმაზე,რომ საქართველომ კურისი ან იქეთ ან აქეთ უნდა აიღოს. საქართველოს კურსი უნდა იყოს ის,რაც ოდითგანვე იყო. დამოუკიდებლობა და თავისუფლება,მუდმივი ბრძოლა და შრომა,არა დასავლეთით ან ჩრდილოეთით ყურება,თავის ჩაღუნვა და შრომა. პრობლემა რუსეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნება,არც ოსმალო იყო პრობლემა და არც ირანი,არც სხვები. ჩვენი პრობლემა არის ჩვენივე თავი,პირადი ინტერესის წინ დაყენება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებანი. არ მითხრა,რომ რუსების ბრალია ის,რომ ქართლელების აღმა ხნული კახელებმა დაღმა ფარცხეს,რა შუაშია აქ რუსეთი? რუსეთმა უთხრა თავადებს,დედებს ბავშვები მოსტაცე და სტამბოლის ბაზარზე გაყიდეთო? ამის მიხვედრას ტვინი უნდა თუთიკო,მაგრამ ეგ ტვინი სად არის? გაიხედე ან გამოიხედე,სადმე ხედავ გონიერ და ტვინიან ადამიანს? ხოდა ესეც შენი მთავარი პრობლემა