კინო საინტერესო ფაქტები მსახიობებზე და ფილმებზე 2023, 9 მარტი, 9:20 დენიელ კრეიგს Aston Martin–ის მარკის ნებისმიერი ავტომობილით სრულიად უფასოდ შეუძლია სარგებლობა ბრიტანული ავტომწარმოებლები მსახიობს, Aston Martin–ის მოდელის ნებისმიერი ავტომობილით სარგებლობის უფლებას, მის მიერ, ჯეიმს ბონდის როლის შესრულებისთვის აძლევენ. რატომ ვერ გახდა ბრიუს უილისი «მოჩვენება»? ბრიუს უილისმა «მოჩვენებაში» სემის როლის შესრულებაზე უარი თქვა, რადგან არ ესმოდა, «თუ როგორ უნდა ემუშავა ფილმს, რომლის მთავარი გმირი, ეკრანული დროის უმეტესი ნაწილი მკვდარი იყო». ცხრა წლის შემდეგ, მან – «მეექვსე გრძნობაში» ითამაშა. «როკი» ძალიან სწრაფად გადაიღეს ჟან რენო ფრანგი არ არის ცნობილი ფრანგი მსახიობი ესპანელია. მისი ნამდვილი სახელი კი — ხუან მორენო ი ერერა-ხიმენესია. აქილევსის აქილევსის მყესი ბრედ პიტს, რომელმაც «ტროაში» აქილევსის როლი შეასრულა, ფილმზე მუშაობისას, აქილევსის მყესი გაუწყდა. «ბრიტანული ჯოგი» ბრიტანელი მსახიობებს, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს ჰოლივუდში, «ბრიტანულ ჯოგს» ეძახიან. «ჯოგის» წარმომადგენლები არიან: გერი ოლდმენი, დენიელ დეი-ლუისი, ტიმ როთი, კოლინ ენდრიუ ფერთი და სხვა. ბენედიქტ კამბერბეჩის ნათესაური კავშირები ბენედიქტ კამბერბეჩი, რომელმაც სერიალში, შერლოკ ჰოლმსის როლი შეასრულა — არტურ კონან დოილის ნათესავია. გარდა ამისა, ის რიჩარდ III ნათესავიც არის, რომლის როლი, მან სერიალში — «ცარიელი გვირგვინი» ითამაშა. კიანუ რივზს არ აქვს ამერიკის მოქალაქეობა კიანუ რივზი, ბეირუთში (ლიბანი) დაიბადა. მას აქვს ჩინური, ინგლისური, ირლანდიური, ჰავაიური და პორტუგალიური ფესვები. ბავშვობაში სიდნეიში (ავსტრალია), ნიუ-იორკში (აშშ) და ტორონტოში (კანადა) ცხოვრობდა. მიუხედავად რივზის ჰოლივუდში მოპოვებული წარმატებისა და აშშ-ში ხანგრძლივი კარიერისა, მას ამერიკის მოქალაქეობა არ მიუღია. მას ამჟამად, კანადის მოქალაქეა. ელიზაბეთ ტეილორმა საკუთარ დაკრძალვაზე დაიგვიანა მან წინასწარ შეადგინა თავისი დაკრძალვის ინსტრუქცია და საკუთარ აგენტს გადასცა. ტეილორის დაკრძალვა, გამოცხადებულზე, 15 წუთით გვიან დაიწყო. ამასთან, გამოაცხადეს, რომ მსახიობმა «საკუთარ დაკრძალვაზეც კი, დაგვიანებით "მისვლა" ისურვა». მისი ვარსკვლავური კარიერა ჩხუბით დაიწყო შარლიზ თერონმა მსახიობობა გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესში ჩავიდა, სადაც იაფფასიან სასტუმროში ცხოვრობდა და ხან, უსახსრობის გამო, შიმშილობდა კიდეც... 1996 წ. მისი ცხოვრება, რადიკალურად, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბანკში მოლარეს იმის გამო ეჩხუბა, რომ მან, დედის მიერ გამოგზავნილი, 500 დოლარიანი ჩეკის განაღდებაზე უარი უთხრა. სკანდალი იმდენად დიდი და ხმაურიანი იყო, რომ გოგონამ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის ჯონ კრობის ყურადღება მიიქცია, რომელიც, იმ მომენტში, ბანკში იყო. მან მომავალ ვარსკვლავს სავიზიტო ბარათი მისცა, ხოლო 3 დღის შემდეგ, სამსახიობო ხელოვნების სკოლაში ჩააბარებინა... 8 თვის შემდეგ, თერონმა პირველი ეპიზოდური როლი მიიღო... 3 წლის შემდეგ კი, პირველი დიდი როლი ფილმში, — «ეშმაკის ადვოკატი». დოლფ ლუნდგრენი შვიდ ენას ფლობს და ოთხი უმაღლესი განათლება აქვს დოლფ ლუნდგრენი, რომელიც ჰოლივუდში თავისი ათლეტური გარეგნობით გამოირჩევა — უბრალოდ ლამაზი კაცი არ არის. მან 7 ენა იცის — მშობლიური შვედური, გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, ცოტა იტალიური და იაპონური. გარდა ამისა, 4 უმაღლესი განათლების დიპლომი აქვს. არის ფიზიკოსი (სამეფო ტექნოლოგიების ინსტიტუტი, შვედეთი), ქიმიკოსი (მეცნიერების მაგისტრი სიდნეის უნივერსიტეტში), ქიმიური წარმოების ინჟინერ ტექნოლოგი (კემბრიჯი, აშშ) და მსახიობი (დრამატული ხელოვნების სკოლა, აშშ) კანონი — კანონია! «რომეო და ჯულიეტას» ცალკეული სცენების გადაღებისას, რომელშიც ოლივია მონაწილეობდა, სპეციალურ ნებართვას იღებდნენ, რადგან ფილმის გადაღების მომენტისთვის, გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო. ორი — ერთში ფილმში «ჩვილი სასეირნოდ მიდის» (Baby's Day Out), სინამდვილეში მთავარ როლს ტყუპი ძმები, ადამი და ჯეიკობ უორტონები ასრულებენ. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, დღეში 4 სთ-ზე მეტ ხანს, ბავშვის მუშაობა არ შეიძლება. ასე, რომ, გადასაღებ მოედანზე, ადამი და ჯეიკობი ერთმანეთს გამუდმებით ცვლიდნენ. მსახიობი და მეცნიერი «ოსკარის» მფლობელი და Mavel–ის ვარსკვლავი ნატალი პორტმანი ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობდა და სწავლას და სამსახიობო კარიერას ერთმანეთს უთავსებდა. მან უმაღლესი სასწავლებელი 2003 წელს დაამთავრა. ცნობილია, რომ მსახიობმა არაერთ გახმაურებულ როლზე თქვა უარი, რადგან იმ პერიოდში, მთლიანად განათლებაზე იყო ორიენტირებული. ნატალის ძალიან უყვარს მეცნიერება და საკუთარი წვლილი მეხსიერების კვლევაშიც შეიტანა. მან სამეცნიერო ნაშრომი დაწერა, ამ სფეროდან შორს მყოფი ადამიანებისთვის, მეტად გაუგებარი სახელით: «შუბლის წილების გააქტიურება, ობიექტის მუდმივობის დროს: სპექტროსკოპიის მონაცემები მახლობელ ინფრაწითელ დიაპაზონთან». ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეკრანზე ჩანს... ფილმში «ღარიბი მილიონერი», მთავარი გმირი, პატარა ჯამალი, ქუჩის ტუალეტის ჭრილში ხტება, რომლის ორმო, გადაღებიდ დროს, არაქისის კარაქის და შოკოლადის ნაზავით იყო ამოვსებული. ის მართლა პიანისტი იყო ფილმში «დიდი გასეირნება» (1966) ლუი დე ფიუნესის გმირი პიანისტია და პარიზის ოპერაში უკრავს. ომის წლებში, მსახიობი თავს სწორედ ფორტეპიანოზე დაკვრით ირჩენდა. არნოლდ შვარცნეგერს «ტერმინატორის» გერმანულ ვერსიაში, საკუთარი როლის გახმოვანების უფლება არ მისცეს «საქმე შენს აქცენტშია, არნოლდ, როგორ გითხრათ, ის ძალიან… უხეშია, პროვინციული... შენი გმირი კი, სოფლელი ბიჭი არ არის» — აუხსნეს მას პროდიუსერებმა. კადრს მიღმა ეს ყველაზე ცნობილი ფოტოა, ნაკლებად ცნობილი ფილმიდან — «შვიდი წლის თავზე», რომელიც 1954 წ. გადაიღეს. ფილმი, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 50–იანი წლების შემდეგ, არავის უნახავს. მაგრამ, ფოტო, ამ ფილმიდან, მერლინ მონროს აფრიალებული ქვედა ბოლოთი, ყველას აქვს ნანახი. არხის სხვა სიახლეები:* ანეკდოტები ქალებზე და არა მარტო* რაც ერთი შეხედვით, უიღბლობად გვეჩვენება, შეიძლება უდიდესი სიკეთე იყოს...* სიყვარულის 20 " სახე" და მომენტი* "შავი ალმასი" – ვაშლის ჯიში, რომლის 1 ცალი 20$ ღირს* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...* ყველაზე გულუხვი "წვრილმანი გასამრჯელო" მომსახურებისთვის* დაუჯერებელია – ნიგერიელები ქუჩაში აფთრებით სეირნობენ450 1-ს მოსწონს
|