ნამცხვრები სახელი არა აქვს, მაგრამ პირში დნება 2023, 7 მარტი, 9:40 ინგრედიენტები: კვერცხი — 4 ცალი; შაქარი — 200 გრ; ფქვილი — 200 გრ; კაკაო — 3 ს. კ; ნაღები (10%) — 200 მლ (ფენების დასანამად); მასალა კრემისთვის: ქოქოსის ფანტელები — 200 გრ. (თუ ფამტელი წვრილია, მეტიც შეიძლება); შაქარი — 150 გრ; რძე — 250 მლ; კარაქი — 150 გრ. მომზადება: I. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. თქვეფის ხანგრძლივობა – 15 წუთი უნდა იყოს. მიღებული მასა თოვლის თეთრი უნდა იყოს > შეურიეთ ერთმანეთს კაკაო და ფქვილი > მიღებული ნაზავი პატარა ულუფებად დაამატეთ კვერცხიან მასას და ფრთხილად შეაზილეთ ხის კოვზით ან სილიკონის დასაკრემით. II. ფორმას წაუსვით ცხიმი > გადაიტანეთ მასში ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. III. ვიდრე ფენა გაგრილდება, მოამზადეთ კრემი: პატარა ქვაბში მოათავსეთ კრემის ინგრედიენტები, ქოქოსის ფანტელის გარდა > დადგით ცეცხლზე და როდესაც კარაქი გადნება, დაამატეთ ქოქოსის ფანტელი > ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ და მიიყვანეთ ნაზავი დუღილის ტემპერატურამდე > ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ. და თან დრო და დრო ურიეთ. IV. ფენა გაჭერით 2 ნაწილად და ნაღებით კარგად დანამეთ. V. კრემიც გაყავით 2 ნაწილად და ააწყეთ ტორტი > ზემოდან შეგიძლიათ შოკოლადის მინანქარი* გადაასხათ ან გახეხილი შოკოლადის ფილის ნაფხვენი მოაყაროთ. * აქვე გთავაზობთ შოკოლადის მინანქრის უმარტივეს რეცეპტს, რომლის მომზადება 5 წუთში შეგიძლიათ. ინგრედიენტები: არაჟანი (20% და მეტი) — 150 გრ. შაქარი — 150 გრ. კაკაო — 25 გრ. კარაქი — 50 გრ. მომზადება: I. შეურიეთ ერთმანეთს შაქარი და კაკაო > ქვაბში მოათავსეთ არაჟანი და დაამატეთ კაკაოიანი შაქარი > დადგით ქვაბი წყლის აბაზანაზე და სულ ურიეთ > ხარშეთ 5 წუთი > ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, ცეცხლიდან გადმოდგით და კუბიკებად დაჭრილი კარაქი დაამატეთ. II. როდესაც 40 გრადუსამდე შეგრილდება, ნამცხვარს გადაასხით და ზედაპირი სწრაფად მოუსწორეთ. შენიშვნა: ვიდრე მინანქარს გააკეთებთ, ნამცხვარი მაცივარში შეინახეთ, რომ კრემი გაცივდეს და თბილი მინანქრის დასხმისას, არ გადნეს.
არხის სხვა სიახლეები:* "შავი ალმასი" – ვაშლის ჯიში, რომლის 1 ცალი 20$ ღირს* 2023 წლის თებერვალი – საუკეთესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ* ყველაზე გულუხვი "წვრილმანი გასამრჯელო" მომსახურებისთვის* ფანჯრების მრეცხავი 47 სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა* სალვადორში განგსტერებისთვის მეგა–ციხე გაიხსნა262 2-ს მოსწონს
|