პირველი კათალიკოს-პატრიარქი, ჭეშმარიტი კათალიკოს-პატრიარქი, რომელიც რუსეთმა მოგვიკლა
კირიონ II. წმინდანი. სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მრავალტანჯული ადამიანი. ილიას მსგავსად დაუნდობლად მოკლული (მის დასაფლავებასაც არ დაასწრეს). თბილისის უნივერსიტეტის პირველდამლოცველი და სულიერი მესაძირკვლე.
1908 წლის ზამთარში კირიონი რუსეთის სინოდის დადგენილებით დააპატიმრეს და ჟკურიაჟის მონასტერში (ხარკოვის გუბერნია) გაგზავნეს. აქედან იანვარში ავადმყოფი ეპისკოპოსი მოსკოვიდან სანაქსარის უდაბნოში გადაიყვანეს, სადაც არაადამიანურ პირობებში ჰყავდათ. ეს არ აკმარეს და რუსეთის მთავრობამ კირიონს 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლული ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა დააბრალა, რაც მიზნად ისახავდა მისი სახელის გატეხას, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანისა.. ამ ბრალდებამ ქართველი საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.
მანამდე1906 წელს კირიონი სოხუმის ეპარქიას ხელმძღვანელობდა, აქ იგი თავდაუზოგავად იღვწოდა ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენის საქმეში და წიგნიერების ფართოდ გავრცელებაში.
მღვდელმთავრის საქმიანობამ რუს მოხელეებში აგრესია გამოიწვია და კირიონი 1907 წელს სოხუმიდან კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს. საინტერესო ისაა, რომ მთავარ ბრალად მას წაუყენეს "აფხაზების გაქართველების მცდელობა