x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ორივე ხელით და მთელი გულით მხარს ვუჭერ კანონპროექტს" - დები შაფათავები
imageდები შაფათავები (მედეა, იუნა და სოფო) კანონპროექტს აგენტურის შესახებ მხარს უჭერენ და სოციალურ ქსელში პუნქტებად განმარტავენ თუ რა არის სმის მიზეზი:


"დავასრულე თემა.


ხვალ ჭორების ნაწილი დაიხურება, დარჩება ფაქტები ისტორიისთვის.


გადავდივარ მნიშვნელოვან თემაზე, რაზეც არ გამომითქვამს ჩემი დამოუკიდებელი აზრი:



1. ორივე ხელით და მთელი გულით მხარს ვუჭერ კანონპროექტს უცხო აგენტების შესახებ.


2. ამ კანონის მიღება აბსოლუტურად გამართლებულია ამ

ერთმანეთში ათქვეფილ, მასობრივ, კოლექტიურ გაუცნობიერებელ ფსიქოზში.


3. მე, როგორც თავისუფალ მოქალაქეს (რაც დავადასტურე ბოლო ერთი თვის მოვლენებით), მსურს, ქვეყანაში იყოს სრული გამჭვირვალობა მას-მედიის არხების დაფინანსების მხრივ.

მხარს დავუჭერ ამ

კანონის პარალელურად საინფორმაციო წყაროებში უმკაცრესი ცენზურის დაწესებას, რომელიც ჰაერივით აუცილებელია დღეს. და ასევე საინფორმაციო არხებში გაჟღერებული ყველა ფაქტის წყაროების მითითებას (პროფესიონალები, ვიცი, დამეთანხმებით) სოც. ქსელების ჩათვლით.


4. რაც შეეხება კანონის რუსულ თუ ამერიკულ წარმოშობას, ვთვლი, რომ სპეკულაციები უადგილოა და მართულია სწორედ დაინტერესებული უხილავი პირების მიერ. რაც მარტივად დაძლევადია.


5. მოუთმენლად ველი მის ძალაში შესვლას და თუ პარლამენტში აღმოჩნდება წინააღმდეგობა, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას რეფერენდუმში ფინანსური სახსრების ლუსტრაციის შესახებ და ორივე ხელით დავუჭერდი მხარს????


პ.ს.

კომენტარებში ჩემი ერთ-ერთი სულიერი მამის ერთ-ერთი გენიალური ნაწარმოების ექსტრაქტებს ავტვირთავ, აქ რატომღაც არ მიტვირთავს. ყურადღება გაამახვილეთ გვ. 16-ის ბოლო აბზაცზე.

1
332
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
332
  
2023, 5 მარტი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1