იარაღი და ტექნიკა დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ტანკი 2023, 4 მარტი, 17:29 ![]() ავტორი აღნიშნავს, რომ 6, 5 ტონიანი FT არ იყო პირველი ტანკი მსოფლიოში, მაგრამ მისი რევოლუციური მახასიათებელი იყო სრულად მბრუნავი კოშკის არსებობა, რომლის შიგნითაც შეიარაღება იყო განთავსებული. FT შეიმუშავა ფრანგმა სატანკო პიონერმა ჟან-ბატისტ ეტიენმა, რომელიც ცდილობდა შეექმნა საკმარისი სიმძლავრის ჟავშანტექნიკა სანგრების და ჭურვებისგან გამოწვეული თხრილების დასაძლევად. ![]() ავტორი იხსენებს, რომ სულ დამზადდა სამი ათასი FT ტანკი, ამ ტანკის ასლები მზადდებოდა აშშ-ში, იტალიასა და სსრკ-შიც. 2022 წლის თებერვალში 19FortyFive-ის მიმომხილველმა ბრენტ ისტვუდმა M1 Abrams-ს ყველა დროის საუკეთესო ტანკი უწოდა. 2021 წელს კი ბრიტანელმა მეცნიერმა ჯეიმს ჰოლანდმა მეორე მსოფლიოს საუკეთესო ტანკად დაასახელა ამერიკული M4 Sherman და არა საბჭოთა T-34, როგორც აქამდე ითვლებოდა. 506 2-ს მოსწონს 2-ს არა
|