ჯანმრთელი კვება რატომ ჰქვია ჰოთ-დოგს ("ცხელი ძაღლი") ასე? – 10 საინტერესო ფაქტი სწრაფი კვების შესახებ 2023, 11 მარტი, 9:25 ჰოთ-დოგი — ქართულად «ცხელ ძაღლს» ნიშნავს. ასეთი სახელი კერძმა იმის გამო მიიღო, რომ მომხმარებლები ფიქრობდნენ, თითქოს, ქუჩის საკვებისთვის სოსისს, მაწანწალა ძაღლების ხორცით ამზადებდნენ... და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ძაღლის ხორცი გერმანიაში (კერძის სამშობლო) XX საუკუნის დასაწყისამდე, მართლაც იყო გავრცელებული, ეს ეჭვები, ნაწილობრივ, გამართლებული იყო. 1990 წლამდე, კარტოფილ ფრის მაკდონალდსში, საქონლის ცხიმში წვავდნენ. 90–იან წლებში კი, ძროხის ცხიმი მავნედ ითვლებოდა და იქიდან მოყოლებული, კარტოფილი «ნაკლებად მავნე», — მცენარეულ ზეთზე იწვება. ჩიფსების პაკეტი ჩვეულებრივი ჰაერით კი არა, აზოტით არის სავსე, რადგან ეს აირი პროდუქტს კარგად ინახავს და საგემოვნო თვისებებს უნარჩუნებს. რაც შეეხება ჟანგბადს, ის ჩიფსებს მწარე გემოს აძლევს. მაკდონალდსის ჰამბურგერის კატლეტი, ერთდროულად, რამდენიმე ძროხის ხორცისგან შედგება. ერთ ბურგერ, შეიძლება, 100 ან მეტი ცხოველის ხორცით იყოს დამზადებული. 2 ჰამბურგერი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთი ჰამბურგერი და ერთი ულუფა კარტოფილი ფრი. ყველაზე სწრაფად წონის მატებას — ჩიფსი იწვევს. რადგან ის, სახამებლით მდიდარ, ტრანსცხიმებს შეიცავს. გარდა ამისა, პროდუქტში დიდი რაოდენობით მარილია. ყველაზე საზიანო კი ის არის, რომ დიდი რაოდენობით ცხიმით მზადდება. II და III ადგილს, ამ რეიტინგში, კარტოფილი ფრი და კოკა–კოლა იკავებს. ალბათ გსმენიათ, რომ ბურგერი მაკდონალდსიდან არასდროს ფუჭდება (არ ობდება)... და ეს სიმართლეა! მიზეზი კი ის არის, რომ ის დიდი რაოდენობით კონსერვანტებს შეიცავს. გარდა ამისა, მასში სითხეც არ არის. ნაჩო — სიმინდის ჩიფსებიანი კერძია, სოუსით და სხვადასხვა ინგრედიენტებით. ის 1943 წელს მექსიკელმა შეფ–მზარეულმა იგნასიო ანაიამ შექმნა და სახელი საკუთარი თავის პატივსაცემად დაარქვა. ნაჩო — იგნასიოს შემოკლებული ვერსიაა ესპანურად. გემოს გამაძლიერებლის — ნატრიუმის გლუტონატი (E621) წყალობით, რომელსაც მაკდონალდსში იყენებენ, კერძები უფრო გემრიელიც არის და მომხმარებელს მასზე დამოკიდებულს ხდის, — ეს ნამდვილი ნარკოდამოკიდებულებაა!!! საქმე ისაა, რომ ადამიანი ისე სწრაფად ეჩვევა «ხელოვნურ» გემოს, რომ ბუნებრივი საკვები, გემოს გამაძლიერებლის გარეშე, უკვე აღარ მოსწონს. ასეთ სიტუაციაში, წონის მომატება — მხოლოდ დროის საკითხია. რაც შეეხება კერძების სუნს, მასზე «International Flavors and Fragrances» (საერთაშორისო გემო და არომატი) კომპანია ზრუნავს, რომელშიც ისეთი პოპულარული სუნამოების არომატებია შექმნილი, როგორებიც არის: «Estee Lauder Beautiful», «Tresor», «Lancome»... გარდა ამისა, იქვე იქმნება არომატები საპნებისთვის, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების, შამპუნების და სხვა საყოფაცხოვრებო სარეცხი და საწმენდი საშუალებებისთვის. არხის სხვა სიახლეები:* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"* 7 ფაქტი ადამიანზე, რომელსაც მეხი 7 ჯერ დაეცა* ”ისინი გატყუებენ!” – NASA-ს კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელმა თქვა, რას გვიმალავენ მარსის შესახებ* ანეკდოტები ქალებზე და არა მარტო* რაც ერთი შეხედვით, უიღბლობად გვეჩვენება, შეიძლება უდიდესი სიკეთე იყოს...* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...* დაუჯერებელია – ნიგერიელები ქუჩაში აფთრებით სეირნობენ615 1-ს მოსწონს
|