x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

ადოლფ ჰიტლერის 39 ცოცხალი ნათესავის დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მის წინაპრებს შორის, იყვნენ ებრაელები და აფრიკელებიც კი.image



ბენჯამინ ფრანკლინის მიერ გამოგონილი შუშის ჰარმონიკა, მინის ნახევარსფეროებისგან შედგებოდა და ნაზ, «შეუდარებლად ტკბილ» ხმას გამოსცემდა. თავიდან ის პოპულარული იყო, მაგრამ მოგვიანებით, გაჩნდა მოსაზრება, რომ ჰარმონიკის ხმა დეპრესიას, მელანქოლიას და ნაადრევ მშობიარობასაც კი იწვევდა... და უფრო მეტიც, მას ადამიანის ჭკუიდან გადაყვანაც (გაგიჟება) შეეძლო.image





ნაპოლეონ ბონაპარტს ჩვევა ჰქონდა — ის, სამი კვირის მანძილზე, არ ხსნიდა მის სახელზე მისულ კორესპონდენციას... ამ პერიოდში კი, წერილებში ხსენებული საკითხები, თავისთავად გვარდებოდა და მის ჩარევას უკვე არ საჭიროებდა.image



ოთხ ფრთიანის (Macrodipteryx longipennis) მამლებს ფრთებზე წარმოუდგენლად გრძელი ბუმბულები აქვთ — ნახევარ მ–მდე და ეს იმ ფონზე, რომ ფრინველის სიგრძე, სულ რაღაც, 21–22 სმ–ია.image



გიგანტური კოკოლობას (Coccoloba) ფოთლის სიგრძე 2, 5 მ–ს აღწევს. ხოლო, ხის სიმაღლე – 15 მ–ია.image



ახალშობილები სამყაროს შავ-თეთრ ფერებში, ნაცრისფერ ელფერში, ხედავენ.
image



Elysia chlorotica–ს სახეობის ზღვის ლოქორას, შეგვიძლია «ცოცხალი ფოთლები» ვუწოდოთ, რადგან ის ფოტოსინთეზს მწარმოებელ ქლოროპლასტებს შეიცავს და ფორმითაც ფოთოლს წააგავს. ლოქონი ქლოროპლასტს წყალმცენარეებიდან იღებს, რომლითაც იკვებება. ეს არის ჩვენთვის ცნობილი, ცხოველის ერთადერთი სახეობა, რომელიც ჟანგბადს, მცენარის მსგავსად გამოიმუშავებს.
image



ავსტრალიის მოსახლეობის 20%–ზე მეტი, მსჯავრდადებულთა შთამომავალია.
image



იაპონიაში არსებობს სასტუმრო — «Henn-na», რომელსაც სრულად რობოტები მართავენ: ყველაფერს — დაწყებული რეგისტრაციიდან – ნომრების მომსახურებით დამთავრებული.image



პოპკორნის დამზადება ნებისმიერი სიმინდისგან არ შეიძლება — მხოლოდ ერთი ჯიში შეიცავს მარცვლებს, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე «ფეთქდება».image


image

არხის სხვა სიახლეები:


* ”ისინი გატყუებენ!” – NASA-ს კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელმა თქვა, რას გვიმალავენ მარსის შესახებ

* საინტერესო ფაქტები მსახიობებზე და ფილმებზე

* ანეკდოტები ქალებზე და არა მარტო

* რაც ერთი შეხედვით, უიღბლობად გვეჩვენება, შეიძლება უდიდესი სიკეთე იყოს...

* სიყვარულის 20 " სახე" და მომენტი

* თუ ფიქრობთ, რომ ის საფრთხეშია – თვალი გატყუებთ...

* დაუჯერებელია – ნიგერიელები ქუჩაში აფთრებით სეირნობენ



0
696
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0