სხვა კაცის ისტორია, რომელიც "სიცოცხლის წიგნში" მოხვდა 2023, 2 მარტი, 13:52 პატარა ქერა ბიჭუნა ხტუნვა-ხტუნვით მიჰყვებოდა ახალგაზრდა ქალს და ცდილობდა, მისთვის ხელი ჩაეკიდა. ის კი ხელს იქით სწევდა და თავისთვის ბუტბუტებდა: – რატომ გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში? დაიბადე, რომ ცხოვრებაში ხელი შემიშალო. როდესაც ბიჭი წამოიზარდა და დამოუკიდებლად შეეძლო დედის მონახულება, ის ცდილობდა, რაც შეიძლება დიდი დრო გაეტარებინა მასთან. ხშირად, სახლში მისული, დედას უგონოდ მთვრალს ნახულობდა და სასწრაფო დახმარებას იძახებდა და ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა, თვალცრემლიანი ნაზად ეფერებოდა დედის ხელს და ჭუჭყიან ლოყაზე კოცნიდა: – არანორმალური ბავშვი არის, უბრალოდ სულელია. სიამაყის გრძნობა და საკუთარი თავის პატივისცემა არა აქვს. ამ ლოთმა მისთვის სიყვარული ვერ გაიმეტა, ეს კი აქეთ-იქით დარბის, რომ გადაარჩინოს, – გაკვირვებას ვერ მალავდნენ მეზობლები. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მთავარი თვალით უხილავი იყო. ახალგაზრდები კი ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ. მაგრამ, ის კი იყო, რომ შვილები არ ჰყავდათ. გავიდა დრო და მეზობლებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პარკში ნახეს პატარა გოგონასთან და ბიჭთან ერთად. ვიღაცის მიერ მიტოვებული ბავშვები, ამ წყვილისთვის მშობლიურები გახდნენ. ერთხელ, ზამთარში, ოჯახის უფროსი სანაპიროზე სეირნობდა. ის ხალხის ბრბოს მიუახლოვდა, რომელიც მდინარეში ჩამოტეხილ ყინულზე მყოფ ძაღლს უყურებდა. ცხოველი კანკალებდა და თან საცოდავად წკმუტუნებდა. ისეთი თვალებით იყურებოდა, აშკარად, შველას ითხოვდა. მაგრამ, ცნობისმოყვარეობის გარდა, ვერანაირი გრძნობა ვერ გააღვიძა, საწყალმა ცხოველმა, შეკრებილი საზოგადოების გონებაში და გულებში. და მხოლოდ მოხუცი მამაკაცი, ისე რომ არც დაფიქრებულა, გადაეშვა ცივ, ყინულოვან წყალში… არხის სხვა სიახლეები:* 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ* დუმილი – ყველაზე დიდი იარაღია... როგორ გგონიათ რისთვის?* ერთი მუმია და 8 სარკოფაგი, "მარადიული სიცოცხლისთვის"* "როდესაც უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებენ!"...* ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა* გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია* 15 საინტერესო ფაქტი ყველის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, უფრო მეტად დააფასებთ ამ პროდუქტს216 2-ს მოსწონს
|