საზოგადოება "არ ვაპირებ აგენტად რეგისტრირებას, დამიჭერენ, ჩამსვამენ ციხეში" - თეონა ცხომელიძე 2023, 28 თებერვალი, 14:57 რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ცოტა რამ პრორუსი დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონზე:ვცხოვრობ საქართველოში, მიყვარს ჩემი სამშობლო.18 წლიდან ვმუშაობ, 20 წელია ვიხდი გადასახადებს, კეთილსინდისიერად ვასრულებ ჩემს მოქალაქეობრივ ვალს.პატივს ვცემ სხვის უფლებებს, არჩევანს, რელიგიურ თუ სხვა გრძნობებს.შვილებს ამ ქვეყნის კეთილსინდისიერ მოქალაქეებად ვზრდი, ვასწავლი სიყვარულს, სხვა ადამიანების, ბუნების, გარემოს გაფრთხილებას.ვცდოლობ დავეხმარო სხვა ადამიანებს, ვიღებ მონაწილეობას ქველმოქმედებაში.არ ვაპირებ აგენტად რეგისტრირებას, დამიჭერენ, ჩამსვამენ ციხეში." - წერს ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე.. 254 შეფასება არ არის
|