საზოგადოება „ყველაზე მაგარი ძმა ჰყავს ცოტნეს“ - რას წერს ანა ჯაბაური გიორგი გამსახურდიაზე 2023, 28 თებერვალი, 7:44
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში, ცოტნეს ძმის, გიორგი გამსახურდიას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ყველაზე მაგარი ძმა ჰყავს ცოტნეს. (რამდენიმე წელია უკვე მეც) ყოველ საღამოს შემოგვირბენს ხოლმე, როცა თბილისშია და ყოველ ჯერზე ახალი იმედებით, ახალი გეგმებით და გემრიელი საჩუქრებით სავსეს გვტოვებს”, – წერს ანა ჯაბაური. 2020 წლის 11 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების: ტ. ღ.-ს, გ. ს.-ს, პ. ყ.-ს და კ. ჩ.-ს მიმართ. სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში და ბრალდებულებს ტ. ღ.-ს და გ. ს.-ს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის კი, ბრალდებულ კ. ჩ.-ს 5 წლით, ხოლო ბრალდებულ პ. ყ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. საქმე ეხება 2019 წლის 19 დეკემბერს, თბილისში, სუფრაზე წარმოქმნილ კონფლიქტს, რომელიც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა დაზარალებული ცოტნე გამსახურდია. საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 164 შეფასება არ არის
|