x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი ყველის შესახებ, რომელთა გაგების შემდეგ, უფრო მეტად დააფასებთ ამ პროდუქტს

ყველი - ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია. ყველა სახეობის ყველს თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს: არიან ობიანი ყველის მოყვარულები, არიან ისეთებიც, მხოლოდ მდნარ ყველს რომ მიირთმევენ. ზოგს უყვარს ყველი, ზოგს არა. მაგრამ, ყველთან დაკავშირებული ფაქტები, ალბათ, ყველას აინტერესებს. ასეთი ფაქტი კი ბევრია! აქ კი, 15 მათგანს წარმოგიდგენთ:


image


1. უძველესი პროდუქტი და მრავალფეროვნება

როგორც მკვლევარები ამბობენ, ყველის დამზადება, ჯერ კიდევ 9000 წლის წინ დაიწყეს. მათივე მტკიცებით, პირველად ყველი ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდა. მომთაბარეები, ცხენის რძე, რომ შეენახათ, მას ჭრიდნენ და მზეზე აშრობდნენ.

რამდენი სახეობის ყველი არსებობს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ყველის რამდენიმე ათასი სახეობა არის. თუმცა, ეს მრავალფეროვნება, 5 ძირითად სახეობამდე შეიძლება დავიყვანოთ:

* რბილი;
* მაგარი;
* ნახევრად მაგარი;
* შებოლილი;
* მდნარი.


2. ყველი — აფროდიზიაკი

ყველის ზოგიერთი სახეობა, მათ შორის კავკასიურიც (გუდის) მიეკუთვნება აფროდიზიაკებს (ნივთიერება, რომელიც სქესობრივ ლტოლვას ასტიმულირებს და აძლიერებს). 2007 წელს, იტალიაში, გამოკითხვა ჩაატარეს ამ თემასთან დაკავშირებით და გამოკითხულთა 21% სწორედ ყველი დაასახელა საუკეთესო აფროდიზიაკად.


3. მაჭიკი

ყველის მწარმოებელთა უმრავლესობა, ყველის დამზადებისას, რენინს იყენებს – ფერმენტს, რომელიც პეპტიდებს შლის. რენინს მაჭიკი გამოიმუშავებს, რომელიც მცოხნელი ცხოველების კუჭის ნაწილია. ამიტომ, ვეგეტარიანელების ერთი ნაწილი, ხორცთან ერთად, ყველზეც უარს ამბობს.



4. პანირი

ინდოეთში ყველაზე პოპულარული ყველი – პანირი არის. მისი მომზადების დროს მაჭიკი არ გამოიყენება. ამ სახეობის ყველს, მხოლოდ რძით და ლიმონის წვენით აკეთებენ. მომზადების ტექნოლოგია მარტივია: რძეს აცხელებენ 90 გრადუსამდე და 1 ლიმონის წვენს ამატებენ. ყველი იჭრება და ქვაბში ღრუბლისებური ხაჭო ჩნდება, რომელსაც თუშფალანგში ათავსებენ და პრესავენ (მძიმე ნივთს ადებენ ზემოდან). ცოტა ხნის შემდეგ, ყველი თასში გადააქვთ და მარილს აყრიან.


5. კოლექციონერებიimage


ადამიანს, რომელიც ყველის ეტიკეტებს აგროვებს, ტიროსემიოფილისტი (ბერძ. ყველის ნიშნების შემგროვებელი) ჰქვია.


6. «თვალებიანი» ყველი

ზოგიერთი ყველის სახეობისთვის, ნახვრეტები არის დამახასიათებელი, რომლებიც გაზების ზემოქმედებით, ბაქტერიების მოძრაობის შედეგად ჩნდება. გაზის ამ ბუშტებს სპეციალისტები «თვალებს» ეძახიან.


7. ყველი და ცერემონიალი

საფრანგეთში ყველის ნამდვილი კულტი არის. ყველის ზოგიერთი სახეობა, სახელმწიფო ცერემონიალის აუცილებელი ატრიბუტია. ამის გამო, შარლ დე გოლმა დაიჩივლა კიდეც: «რთულია მართო ქვეყანა, რომელშიც 246 სახეობის ყველია!».


8. ყველი ბრი

ყველის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოყვარული კარლოს დიდი იყო. მისი საყვარელი ყველის სახეობა იყო «ბრი». ყველის ეს სახეობა მეტისმეტად «ჭირვეულია»: ის მხოლოდ 84 დღე, 4 საათი და 23 წუთი «ცხოვრობს». ამის შემდეგ, ამ ყველის გამოყენება არ შეიძლება – ადამიანი, შეიძლება, მოიწამლოს. მაგრამ, ამდენი ხანს, ყველს არავინ ინახავს, რადგან ძალიან გემრიელია.


9. ყველის გორაობაimage


ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში, გლოსტერის გარეუბანში, ტარდება «ეროვნული ჩემპიონატი ყველის გორაობაში». შეჯიბრის არსი იმაში არის, რომ ბორცვიდან ყველს აგორებენ და ვინც პირველი დაეწევა, გამარჯვებულიც ის არის. გამარჯვებულის ჯილდოც, სწორედ ეს ყველია.


10. სამეფო საჩუქარი

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ (1837-1901 წწ.), ქორწილში, საჩუქრად 500 კილოგრამიანი, ჩედერის სახეობის, ყველი მიიღო.


11. ყველის ფერი

ყველი ერთმანეთისგან მხოლოდ სახეობით კი არა, ფერითაც განსხვავდება. ყველის ფერი რძის შემადგენლობაზე არის დამოკიდებული, ხოლო რძის შემადგენლობას განსაზღვრავს საკვები, რომელსაც ცხოველი (ძროხა, ცხვარი, თხა..) ჭამს. რძეში, რაც უფრო დიდია B-კაროტინის რაოდენობა, მით უფრო ინტენსიური ფერი აქვს ყველს. გარდა, ამისა ყველის ზოგიერთ სახეობას ღებავენ. მაგ., ჩედერს ანატოს თესლს უმატებენ, ხოლო უფრო იაფიანი სახეობების ყველი, კალენდულის ყვავილით და სტაფილოს წვენით იღებება.


12. ღვინით შენახვა

ყველის უარყოფით თვისებები (მაგ., მაღლა სწევს არტერიული წნევას, იწვევს წონისა და ქოლესტერინის მატებას) ღვინით ნეიტრალდება. ამიტომ, ყველის დაგემოვნების დროს, თანმხლები ყოველთვის ღვინო არის. სხვადასხვა სახის ყველს, განსხვავებული სახეობის ღვინო უხდება.

ყველისა და ღვინოს ერთად მოხმარების ტრადიცია, შეიძლება, იქიდან მოდის, რომ ადრე, ვიდრე მაცივრებს გამოიგონებდნენ, ყველის შესანახად, ღვინოს იყენებდნენ. იმ დროს, ყველი მხოლოდ თავებით იყიდებოდა და ერთი თავი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჰყოფნიდა. მაგრამ, პრობლემა ის იყო, რომ ყველი ხმებოდა და გემოს კარგავდა. ყველი რომ არ გაფუჭებულიყო, ყველის თავის შუაგულში, ღვინის გადმობრუნებულ ბოთლს ათავსებდნენ. ასე ყველი უფრო დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა.


13. ყველის გირაოimage

ყველი საბანკო საქმეშიც გამოიყენება. გასული საუკუნის შუა პერიოდიდან, ჩრდილოეთი იტალიის ზოგიერთმა ბანკმა, კრედიტების გაცემა დაიწყეს, ყველის მწარმოებლებზე, პარმეზანის ყველის უზრუნველყოფით. ამ სახეობის ყველის თავების მომწიფებას 2-3 წელი ესაჭიროება. ბანკი ყველს სპეციალურ საცავში ათავსებს და თუ კრედიტის დაფარვა არ მოხდება, ბანკს შეუძლია გაყიდოს ეს ყველი. მაგ., ერთმა ბანკმა, კლიენტისგან, გირაოს სახით, 400 000 თავი პარმეზანი ჩაიბარა.

ცნობისთვის: იტალიაში, 1 კგ. პარმეზანი 15-40 ევრო ღირს (დაძველების მიხედვით). 1 თავი ყველი – 35-40 კგ-ს შეიძლება იწონიდეს.


14. ყველის ტრაქტატი

ყველაზე ცნობილი წიგნი ყველის შესახებ, ფრანგი ყველის მწარმოებლის, ანდრე სიმონის მიერ არის დაწერილი. ის თავის ტრაქტატს «ყველის საქმის შესახებ» 17 წელი წერდა. მასში ყველის 839 სახეობის ყველის რეცეპტი არის მოცემული.


15. მინი სტატისტიკა

ყველაზე მეტ ყველს ამერიკაში აწარმოებენ.
ყველს, ყველაზე მეტად, შვეიცარიას უკავშირებენ.
ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ყველაზე მეტ ყველს საბერძნეთში მოიხმარენ.
ყველის სახეობებში, ყველაზე უკეთესად, ფრანგები ერკვევიან.
ყველაზე დიეტურ ყველს რუსეთში აწარმოებენ.

და ბოლოს, ბევრი თვლის, რომ თაგვებს ყველი უყვართ. სინამდვილეში, მღრღნელებს არ მოსწონთ მძაფრი სუნის მქონე პროდუქტები. ისინი მარცვლეულს და ხილს ანიჭებენ უპირატესობას.


P. S. ყველის ყველაზე დიდი ბაზრობა ჰოლანდიაში იმართება. ტრადიციას საფუძველი ალკაზარში 1365 წელს ჩაეყარა და იქიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, აპრილიდან – ოქტომბრამდე, ყოველ პარასკევს, ჰოლანდიური ყველის მწარმოებლები და მისი შეძენის მსურველები, სწორედ ამ ქალაქში იყრიან თავს. გაგრძელება >>>


image


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა და რატომ არის ჩაი უფრო ეფექტური გამოსაფხიზლებელი

* ბატი Nike-ის ბოტასებში და მისი მკვლელის პოვნისთვის დაწესებული უპრეცედენტო ჯილდო

* "წრეზე მორბენალი 3 კურდღელი" – უძველესი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია

* 10 სახალისო და საინტერესო ფაქტი, რუბრიკიდან – "ასეც ხდება"

* პირამიდა, რომლის შესწავლის უფლებას ეგვიპტის ხელისუფლება არავის აძლევს

* ვინ იყო ხრუშჩოვის შვილი და რა კავშირი ჰქონდა მის სიკვდილთან სტალინს?

* სახალისო სურათები, კარგი განწყობისთვის



2
435
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
435
  
2023, 3 მარტი, 22:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 2 მარტი, 22:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2