საზოგადოება ნინო სუხიშვილის მეუღლე გარდაიცვალა 2023, 26 თებერვალი, 13:05 ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი ზურაბ ლეჟავა გარდაიცვალა. ზურაბ ლეჟავა შარშან ნოემბერში ავტოავარიაში მოყვა, როდესაც წყნეთიდან თბილისისკენ მოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი სქროლით გადაადგილდებოდა და კლდიდან გადავარდა. პაციენტს მაშინვე ოპერაცია, ჩაუტარდა, თუმცა ექიმები აცხადებდნენ, რომ სიტუაცია სტაბილურად მძიმე იყო. აღსანიშნავია, რომ ნინო და ზურა ერთმანეთს ბაშვობიდან იცნობდნენ, მრავალი წლის შემდგომ ისინი ამერიკაში კონცერტზე შეხვდნენ ერთმანეთს და ასე დაიწყო ყველაფერი. ზურა ლეჟავა ამერიკაში ცხოვრობდა დიდი ხნის მანძილზე და ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. აი, რას წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გარდაცვლილზე: 435 2-ს მოსწონს
|