x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჯირკივით კაცი ტანკივით მოაპობდა ჰაერს, დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა" - ნათია ფანჯიკიძე
image


ირაკლი ალასანიას მეუღლე, ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,

"რა მაგის პასუხია და თავისუფლების მოედნის მხრიდან მივედი მიტინგზე გუშინ. მეგობრებისკენ მივიწევდი. საპირისპირო მხრიდან მოდიოდა ჯირკივით კაცი, გაყინული თვალებით, ტანკივით მოაპობდა ჰაერს. თვალებში მიყურებდა და ბრაზს ვგრნობდი მისგან. მე კი ყოველთვის ცნობისმოყვარედ ვაკვირდები ბრაზს, რომელიც მომაწერეს. ვგრძნობ, რომ არ ფიქრობს ოდნავ მაინც შეირხეს, გზის დათმობის ჟესტი მინიშნებით მაინც დაეტყოს და მეც ვკოპირებ მის ქცევას, მასსავით უგრძნობლად მივდივარ მისკენ, თითქოს სიცარიელეში მივაბიჯებდე და ადამიანი ჰორიზონტზეც არ მოჩანდეს. არც მე ვხრი თვალებს, ვათვალიერებ მის ბრაზიან სახეს. ამ უცნაური "ურთიერთობის" დასასრულს, რომელიც სწრაფადვე დადგა, ისე ახლოს ჩავუარეთ ერთმანეთს, უკანასკნელ წამს ავცდით დაჯახებას. არანაირი ენერგია, ისეთი ცარიელი იყო ამხელა სხეული, საერთოდ არ ჰქონდა ძალა. ხოდა მივხვდი, რატომ იყო გაბრაზებული და როგორც კი მივხვდი, რომ ჩემზე არ იყო გაბრაზებული, მაშინვე გამიჩნდა დანაშაულის გრძნობა, " - წერს ნათია ფანჯიკიძე.

.


დამსხვრეულია ხალხი და მათი არავის ესმის. აქციის მონაწილე არ იყო. ეგოიზმია ერთგვარი... ამატებს ის პოსტის კომენტარებში.

.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0