საზოგადოება "რა უცნაური ხალხი ხართ ეს ქართველები?!" - რა უთხრა უკრაინელმა ექიმმა გიგა მაქარაშვილს 2023, 25 თებერვალი, 16:36 სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ არის წასული, უკრაინელ სამხედრო ექიმთან გამართულ დიალოგის შინაარს სოციალურ ქსელში აქვეყნებს: "აქაური მეგობარი შემხვდა, ომის ექიმი.
-რა უცნაური ხალხი ხართ ეს ქართველები?!
-ეგ არაა ახალი ამბავი ტარას, მაგრამ შენ რამ გაგაკვირვა?
-გუშინ ტელევიზორში აქცია აჩვენეს.
-მერე? მხრებშ გავიშალე ამაყად.
-რა მერე? მამაჩემს ვეუბნები, ამ ხალხს საქართველო რომ ეგრე უყვარდეს, როგორც უკრაინა, ასეთ დღეში არ იქნებოდნენ თქო!
ძალიან მეწყინა და როგორც ჩანს სახეზეც ეგრევე დამეტყო. -მოიცა, მომაყოლე, მამაჩემსაც ეგრე შეეცვალა სახე და იცი რა მითხრა?
-რა გითხრა? გაბუტული ბავშვივით, უინტერესოდ დავუბრუნე კითხვა.
-საქართველო რომ უყვართ იმიტომ ვუყვარვართ ჩვენ შე დურაკოო - მთელი ღამე ვფიქრობდი მის ნათქვამზე და მგონი მართალია. მარტო შენი სამშობლოს სიყვარულს შეუძლია სხვა ქვეყნის ტკივილიც ასე ახლოს მოგატანინოს გულთან!
ეგრეა! ჩვენი რომ არ გვიყვარდეს, ვერც სხვის სიყვარულს შევძლებდით. ჩვენი რომ არ გვტკიოდეს, ვერც სხვისი გვეტკინებოდა!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!" - წერს გიგა მაქარაშვილი.
158 2-ს მოსწონს
|