საზოგადოება რუსმა მომღერალმა "გრეჩკამ" განაცხადა, რომ თბილისში ნაქირავები ბინის პატრონმა "შებმა" დაუწყო 2023, 25 თებერვალი, 13:31
მომღერალმა გრეჩკამ განაცხადა, რომ თბილისში მასზე სექსუალური შევიწროება განხორციელდა. არტისტმა ამ უსიამოვნო ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მომღერალი წერს, ბინის პატრონი, ხანშიშესული მამაკაცი მას ფეხებზე შეეხო, ხელებს უტყაპუნებდა და თან ეუბნებოდა „როგორ დაისვენებდა მასთან ერთად“, როცა მისი „ცოლი და შვილები არ იქნებიან მის გვერდით". „კიდევ ორი საათი ვფიქრობდი, როცა ის წავიდა, ეს ნორმალურია თუ არა? დავრჩე თუ არა? ეს ბინა უსაფრთხოა თუ არა?“ - წერს მომღერალი. საბოლოოდ, გოგონამ გადაწყვიტა არ დარჩენილიყო საცხოვრებლად ასეთი პატრონის ბინაში და "იქიდან შეძლებისდაგვარად სწრაფადვე გაიქცა". სამწუხაროდ, პორტალი 78.ru არ აზუსტებს, როგორ მოხვდა რუსი მომღერლი თბილისში, თუმცა დიდი ალბათობით იგი რუსეთიდან გამოქცეულია, რადგან მომღერალი "გრეჩკა" ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ შეიყვანა "შავი სიაში", ის სხვებთან ერთად არასასურველ შემსრულებლებად არის აღიარებული, რადგან მხარი არ დაუჭირა უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ე.წ. სპეცოპერაციას. "შავ სიაში" არიან ისეთი ცნობილი რუსი შემსრულებლები, როგორიცაა ჯგუფები:"DDT" (იური შევჩუკი), ჯგუფი "Машина времени" (ანდრეი მაკარევიჩი)(აპრილში თბილისში გამართავს კონცერტს)ჯგუფი "Аквариум" (სოლისტი გრებენშჩიკოვი ბორის) .ჯგუფი "Каста" (ლეშკევიჩ ვლადისლავი, ეპიფანტცევი მიხაილი, პასეჩნი ანდრეი), ჯგუფი "Би-2" (უმან ალექსანდრე, ბორტნიკ ეგორი) და სხვები. ასევე მომღერლები:ალა პუგაჩოვა და გალკინი, მომღერალი ზემფირა, მომღერალი ვალერი მელაძე, მომღერალი ვერა ბრეჟნევა და სხვები. მომღერლის და ავტორ-შემსრულებლის, "გრეჩკას" ნამდვილი გვარია ანასტასია ივანოვა, გოგონას ჩაწერილი 5 ალბომი და 9 სინგლი. 169 2-ს მოსწონს
|