საბუნებისმეტყველო 13 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩვენი გალაქტიკის შესახებ 2023, 2 მარტი, 9:50 ვარსკვლავიან ღამეს მაღლა თუ აიხედებით, მილიარდობით ვარსკვლავს დაინახავთ და ყოველი მათგანი, ჩვენი გალაქტიკას — რძის გზას (ირმის ნახტომი) ეკუთვნის. ირმის ნახტომი, უკიდეგანო კოსმოსში, წარმოუდგენლად დიდი და ამავდროულად, საოცარი ადგილია. ხოლო აქ, ჩვენი გალაქტიკის შესახებ, მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გთავაზობთ: რძის გზა ისეთივე ძველია, როგორც სამყარო!მეცნიერები თვლიან, რომ რძის გზა — სამყაროში ერთ-ერთი უძველესი გალაქტიკა. ის, დაახლოებით, 13, 6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა და თითქმის, ისეთივე ძველი, როგორც თავად სამყარო, რომელიც დაახლოებით, 13, 7 მილიარდი წლის წინ შეიქმნა. რძის გზამ სახელი დიდი ხნის წინ მიიღობერძნული მითოლოგიის თანახმად, რძის გზა მაშინ შეიქმნა, როდესაც ჰერამ საკუთარი რძე დაღვარა, ჰერაკლეს ძუძუთი კვების დროს. გალაქტიკის სახელი — რძის გზა, სწორედ აქედან მოდის. რძის გზა სხვა გალაქტიკებისაგან შედგებაახლანდელი ზომისა და ფორმის მისაღწევად, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, რძის გზა არაერთი გალაქტიკა შთანთქა. სწორედ ამჟამად, ის კიდევ ერთ — დიდი ძაღლის გალაქტიკის სახელით ცნობილ, ჯუჯა გალაქტიკას იერთებს და მის ვარსკვლავებს საკუთარ სპირალს ამატებს. კაცობრიობა — ახალბედაა გალაქტიკაშიმზემ და მზის სისტემამ, 4, 6 მლრდ. წლის წინ ფორმირებიდან – დღემდე, გალაქტიკის ირგვლივ, 20–მდე ბრუნი გააკეთა. დედამიწაზე ადამიანის გამოჩენიდან კი — 1/1250 ბრუნი. უამრავი ვარსკვლავიასტრონომებიც კი კამათობენ იმაზე, თუ როგორ გამოთვალონ, ვარსკვლავების რაოდენობა გალაქტიკაში. თანამედროვე ტელესკოპებით მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავებს დანახვა შეიძლება. ამასთან, ბევრი ვარსკვლავი, დამჩრდილავი გაზით და მტვრის ღრუბლით არის დაფარული. ასე, რომ, ხილვადი ვარსკვლავების გარდა, ისეთი ვარსკვლავებიც არსებობენ, რომლის დანახვა არ შეგვიძლია და როდესაც რძის გზას ღამე ვუყურებთ, ჩვენ ასობით მილიარდი ვარსკვლავის, დაახლოებით, 0, 0000025% ვხედავთ. რძის გზაში დიდი რაოდენობით ტოქსიკური გაზიაჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებს შორის, ცარიელ სივრცეებში, დიდი რაოდენობით ტოქსიკური გაზებია. ზეთოვანის ორგანული მოლეკულების ნახშირბადის ალიფატურ ნაერთებს გარკვეული ტიპის ვარსკვლავებში გამოიმუშავებენ, ხოლო შემდეგ, ეს ნაერთები ვარსკვლავთშორის სივრცეში ხვდება. სპირალი გადამრთველებითჩვენთვის ცნობილი გალაქტიკების ორ მესამედს სპირალის ფორმა აქვს. კიდევ ორ მესამედს — მკლავები აქვს. რძის გზას კი, 4 სპირალისებური მკლავი აქვს. ის ერთდროულად ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის გალაქტიკაა სამყაროში. გიგანტური სიჩქარის ადგილიჩვენი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო ბრუნავს და მისი სიჩქარე, დაახლოებით, 827 000 კმ/სთ–ია. იმისთვის, რომ გაიგოთ, რეალურად, რას სიჩქარესთან გვაქვს საქმე, შედარებისთვის ერთ მაგალითს მოვიყვანთ: წარმოიდგინეთ მოძრავი ობიექტი, რომელსაც დედამიწის ეკვატორს შემოსავლელად მხოლოდ 3 წთ. სჭირდება. გალაქტიკის მოძრაობარძის გზა, ისევე როგორც ყველაფერი სხვა, სამყაროში, სივრცეში მოძრაობს. დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, მზე — რძის გზის გარშემო, რძის გზა კი — გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში. თავის მხრივ, ეს ჯგუფი კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივების მიმართ მოძრაობს, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ დარჩა. შავი ხვრელი ცენტრშირძის გზის ცენტრში ძლიერი გრავიტაციული ძალაა — შავი ხვრელის სახით. მეცნიერებმა მას — "მშვილდოსანი A" შეარქვეს. ასტრონომები თვლიან, რომ ეს შავი ხვრელი იმდენს იწონის, რამდენსაც ერთად აღებული, 4 მილიონი ჩვენი მზე. ქალწულის სუპერ კლასტერიდანრძის გზა კიდევ უფრო დიდი გალაქტიკური სტრუქტურის ნაწილია. ჩვენი უახლოესი მეზობლები მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლებია და ასევე, ანდრომედეს გალაქტიკა — უახლოესი სპირალური გალაქტიკა რძის გზასთან. 50-მდე სხვა გალაქტიკასთან ერთად, რძის გზა და მისი უახლესი გარემო, გალაქტიკების ადგილობრივ ჯგუფს ქმნის, რომელიც თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდი კონგლომერაციის — ქალწულის სუპერ კლასტერის ნაწილი არის. ხედი შიგნიდანრძის გზის ნებისმიერი ფოტო კოსმოსიდან, რომელიც ჩვენ ოდესმე გვინახავს — ეს ან სხვა გალაქტიკის ფოტოა, ამ მხატვრის შემოქმედების შედეგი. ვინაიდან გალაქტიკის შიგნით ვართ, ჩვენ მისი სურათის გადაღება გარედან, უბრალოდ, არ შეგვიძლია. რძის გზა მარადიული არ არისოთხი მილიარდი წლის შემდეგ, რძის გზა თავის უახლოეს მეზობელს — ანდრომედეს გალაქტიკას შეეჯახება. ამჟამად, ორი სპირალური გალაქტიკა, ერთმანეთისკენ, დაახლოებით, 400 000 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობს. როდესაც ისინი ერთმანეთს შეეჯახებიან, გრანდიოზული კატასტროფა მოხდება. დედამიწა სავარაუდოდ გადარჩება, თუმცა, გალაქტიკაში ბევრი ვარსკვლავი ან განადგურდება, ან ხასიათს და მდებარეობას მთლიანად შეცვლიან. არხის სხვა სიახლეები:* დუმილი – ყველაზე დიდი იარაღია... როგორ გგონიათ რისთვის?* ერთი მუმია და 8 სარკოფაგი, "მარადიული სიცოცხლისთვის"* "როდესაც უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფებენ!"...* ის ავიაკატასტროფას გადაურჩა და 9 დღე ჯუნგლებში სრულიად მარტომ გაატარა* გვირაბები ოკეანის ფსკერზე და "ატლანტების" მიწისქვეშა ცივილიზაცია* 15 საინტერესო ფაქტი ყველის შესახებ, რომლის გაგების შემდეგ, უფრო მეტად დააფასებთ ამ პროდუქტს* რატომ არ შეიძლება ყავის უზმოზე დალევა და რატომ არის ჩაი უფრო ეფექტური გამოსაფხიზლებელი753 2-ს მოსწონს
|