x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გვგონია, რომ ადგილზე ვდგავართ, სინამდვილეში, 108 000 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობთ — 10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი დედამიწის შესახებ (+ ვიდეო)

დღეს კაცობრიობა აქტიურად ეძებს სხვა სამყაროებს. მაგრამ, ყველაფერი ვიცით იმ პლანეტის შესახებ, რომელზეც ვცხოვრობთ? მაგ., იცით, რომ ჟანგბადს, რომელსაც მოვიხმართ, მსოფლიო ოკეანე გვაწვდის და არა ტროპიკული ტყეები? ან, რომ სიარული ქვებსაც შეუძლია?


image


I. გვგონია, რომ ადგილზე ვდგავართ — მაგრამ სინამდვილეში, «ხომალდში» ვიმყოფებით, რომელიც კოსმოსში, საშუალოდ, 180 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს (დედამიწის მზის ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე – 30 კმ/წმ-ია. წუთში 1 800 კმ-ს გადის, ხოლო საათში – 108 000 კმ-ს). და ეს ყველაფერი არ არის! თავის მხრივ, მზეც მოძრაობს გალაქტიკაში 230 კმ/წმ (828 000 კმ/სთ) სიჩქარით და მასთან ერთად მოძრაობენ მზის სისტემის პლანეტებიც. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 სთ–ში, დაახლოებით 1 მლნ. კმ–ს გავდივართ (ვიდეო, დედამიწის მზის სისტემაში და მზის სისტემის გალაქტიკაში მოძრაობის შესახებ, იხ. სტსტიის ბოლოს).


II. დედამიწის მიზიდულობის ძალა ეკვატორზე უფრო ნაკლებია, ვიდრე პოლუსებზე. ამიტომ, ადამიანი ეკვატორზე 0, 5% ნაკლებს იწონის. მაგ., თუ ადამიანის წონა პოლუსზე 68, 4 კგ–ია, ეკვატორზე ის 400 გრამით ნაკლები იქნება.


III. დედამიწას მეორე თანამგზავრიც ჰყავდა! — მთვარე №2, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 1 200 კმ იყო. მაგრამ, მისი «სიცოცხლე» ტრაგიკულად დასრულდა — ის მთვარეს დაეჯახა.


IV. ყველაზე დიდი ცოცხალი სტრუქტურა დედამიწაზე — მარჯნის რიფია. ავსტრალიის სანაპიროსთან მდებარე დიდი ბარიერული რიფი კოსმოსიდანაც კი ჩანს.


V. დღეს სიცოცხლე, ჩვენს პლანეტაზე, უმეტეს შემთხვევაში, — მწვანეა. მაგრამ, დედამიწის განვითარების ისტორიაში იყო დრო, როდესაც პლანეტის მცენარეული საფარი, ძირითადად, იისფერი იყო! იმ დროს, მცენარეები მზის ენერგიის გარდასაქმნელად, ქლოროფილის ნაცვლად რეტინალის მოლეკულებს იყენებდნენ, რომელიც მწვანე ფერს შთანთქავს და იისფერს აირეკლავს.


VI. დედამიწის ზედაპირის ფართობის 70% მსოფლიო ოკეანეს უკავია და მისი მხოლოდ 5%–ია შესწავლილი. ე. ი. პლანეტის წყლის მასის 95 პროცენტი არავის და არასდროს უნახავს.


VII. წყნარი ოკეანე — ყველაზე დიდი ოკეანეა დედამიწაზე. მისი ფართობი 155 მლნ. კვ. კმ–ია და ის დედამიწის ზედაპირზე არსებული წყლების ნახევარს მოიცავს. წყნარი ოკეანე იმდენად დიდია, რომ მას დედამიწის ყველა კონტინენტი ერთდროულად დაეტევა შეუძლია.


VIII. თეორიულად, სათბური ეფექტის გარეშე, დედამიწის საშუალო ტემპერატურა −18–დან −23 °C–მდე იქნებოდა... და იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა ის +14, 8 °С–ის ტოლია, ამ თერმული იზოლაციის ეფექტის გარეშე, სავარაუდოდ, დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა.


IX. როგორც კი, დღეს არსებულთან შედარებით, მზის სხივი 10 % გაძლიერდება, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 47 °С–მდე გაიზრდება და ოკეანეები აორთქლდება. ბრენდონ კარტერის (Brandon Carter) სამყაროს დასასრულის თეორიის მიხედვით, ეს დაახლოებით, 10 ათასი წლის შემდეგ მოხდება და იმ დროისთვის, კაცობრიობის დაღუპვის ალბათობა, 95%–ს შეადგენს.


X. დედამიწის ზედაპირიდან 9 კმ. სიმაღლეზე, ადამიანის სუნთქვა შეუძლებელი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით, 115 კმ სიმაღლეზე, ატმოსფერო ჟანგბადს შეიცავს. 19-20 კმ–ზე კი, ატმოსფეროს წნევა იმდენად დაბალია, რომ წყლის ადუღება შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰერმეტული დაცვის გარეშე, ამ სიმაღლეზე ადამიანი მომენტალურად დაიღუპება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამგზავრო თვითმფრინავების ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 12 კმ–ია.


imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ელემენტების მოულოდნელი თანხვედრა, რომლის დანახვა ბევრს არ შეუძლია (30 ფოტო)

2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის

3. რას მალავდა სტალინი თავროსის მთაში

4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში

5. საბჭოთა კოტლეტის საიდუმლო ინგრედიენტი და მომზადების წესი

6. წარღვნის დროს ეგვიპტის პირამიდები წყლით იყო დაფარული. მტკიცებულება, რომ პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული


1
1060
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1060
  
2021, 22 მაისი, 20:42
კი ხშირად წარმომიდგენია თავი უზარმაზარ ხომალდზე, რომელიც თან თავისი ღერძის ირგვლივ ტრიალებს, თან მზის ირგვლივ და თან დიდი გაფართოების მიმართულებით მიკრის :)
0 1 1