x
image
lady.ge
გაქვთ თუ არა წინასწარმეტყველების ნიჭი - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

imageზოდიაქოს ნიშანი, უფრო ზუსტად ის კომბინაციები რომელიც ჩვენი დაბადებისას ცაზე იყო იმ მომენტში ვარსკვლავების განლაგების სახით, განაპირობებს ამა თუ იმ ადამიანში ინტუიციური აზროვნების დონეს და პარანორმალური ნიჭის ქონის ალბათობას. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, ყველაზე მეტი სენსიტიურობით და მგრძნობელობით ოთხი სტიქიიდან (ცეცხლი, ჰაერი, წყალი, მიწა) წყლის ნიშნები გამოირჩევიან. ესენი არიან კირჩხიბები, მორიელები და თევზები. ნებისმიერ მათგანს, რაც არ უდნა არატიპიური წარმომადგენელი იყოს იგი საკუთარი ზოდიაქოს ნიშნისა, გააჩნია ძლიერი ინტუიციური უნარი და ადვილად ახერხებს გარშემომყოფთა განწყობის დაჭერას როცა უცხო გარემოში ხვდება. აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ირჩევენ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგის, ღვთისმსახურის, მედდის ან სოციალური მუშაკის კარიერას. თუმცა საიმისოდ რომ ადამიანში ძლიერი ექსტრასენსორული შესაძლებლობები განვითარდეს საჭიროა ბევრი სხვა ასპექტის არსებობაც პირად რუკაში. ასე მაგალითად, ცნობილი წინასწარმეტყველი ვანგა მერწყული გახლდათ, მერწყული მომავლის სიხშირის მქონე პლანეტის ურანის მფარველობაშია, ამიტომ მერწყულებს როგორც წესი გააჩნიათ წინასწარმეტყველების საკმაოდ კარგი უნარი, მაგრამ მათ ამ უნარის ინტუიცია არ ჰქვია, ეს უფრო მომავლის ტალღების დაჭერაა, რადგან ურანი მერწყულის მმართველი პლანეტა, სიახლეების, მომავლის პლანეტაა. ვანგა კი ყველაფერთან ერთად ორმაგი მერწყული იყო მზითაც (ცნობიერი) და მთვარითაც (ქვეცნობიერი). საკმაოდ ბევრი წინასწარმეტყველი და ექსტრასენსი გვხვდება ასევე ცეცხლის ნიშნით დაბადებულებს შორის თუ მათ პირად რუკაში ცეცხლს წყლის სტიქიის გავლენაც აქვს დამატებული. მაგალითად სერგეი ვრონსკი -ერთერთი უდიდესი ასტროლოგი და ასტროფსიქოლოგი, რომელმაც შესძლო ბედისწერისთვის ეჯობნა და თავიდან აიცილა უეჭველი სიკვდილი, ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, თუმცა მის ამ ექსტრასენსორულ მონაცემებში დიდი წვლილი შეიტანა მთვარის განლაგებამ კიბოს ზოდიაქოში და აქტიურმა მეთორმეტე სახლმა პირად რუკაში.რამაც განაპირობა მისი ამგვარი ნიჭიერება. ასევე ცეცხლის ანუ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ცნობილი ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი და მასებზე მანიპულაციის დიდოსტატი კაშპიროვსკი. image


















ხოლო ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ქალბატონი ლელა კაკულიაც ასევე ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ვერძია. რაც შეეხება მიწის სტიქიას, ამ მხრივ ქვეყნის პირველ ასტროლოგად მიჩნეული მიშა ცაგარელით შეუძლიათ იამაყონ მიწის სტიქიის წარმომადგენლებმა. ზოგადად კი, ინტუიციურ მონაცმებზე პასუხისმგებელი რამოდენიმე პლანეტაა პირად კოსმოგრამაში, მათ შორის მთვარე (ქვეცნობიერი) როცა არის წყლის სტიქიაში ან ამ სტიქიის მმართველის სახლში, მერკური ასევე წყლის სტიქიაში და ნეპტუნი საკუთარ ზოდიაქოსა და სახლში (თევზები-მეთორმეტე სახლი), ამას გარდა მასებზე ზემოქმედებას აძლიერებს პლუტონი და თუ ასეთ ადამიანს აქვს ძლიერი პლუტონი, მაშინ იგი საკუთარი ექსტრასენსორული მონაცემებით მასების გაოცებას შესძლებს.

2
2561
6-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2561
  
0 1 2