საზოგადოება "არავის აქვს უფლება მიგითითოთ, როგორი იყოთ, რა ჩაიცვათ, როგორ მოიქცეთ, როგორ იცხოვროთ" - იუნა შაფათავა 2023, 21 თებერვალი, 12:43
აშში მცხოვრები იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში "მემორიში"ძველ 2010 წლის ფოტოს"აზიარებს და ქალებს გარკვეულ დარიგებებს აძლევს:
"მე 34 წლის. საწყენია რომ ვერ ვხვდებოდი, რამდენად კარგად გამოვიყურებოდი. ბუნებრივად. მადლობა ყველას, ვინც მეფერებოდა. გოგოებო, არ დაგავიწყდეთ გიყვარდეთ თქვენი თავი. თქვენზე უკეთ არავის ეყვარებით. გვიან მივხვდი ამას, მაგრამ მთავარია მივხვდი. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქალს, ვინაიდან ყველა ქალია ლამაზი, ყველა ასაკში. თუ ოდესმე ვინმე გეტყვით საწინააღმდეგოს- გაერიდეთ იმ ადამიანს. ასეთებს შეგნება არ გააჩნიათ. დაიმახსოვრეთ: არავის აქვს უფლება, მიგითითოთ როგორი იყოთ რა ჩაიცვათ როგორ მოიქცეთ როგორ იცხოვროთ. არავის. არ აქვთ უფლება გიწოდონ სახელები და დაგახასიათონ. თუ აკეთებენ ამას- მხოლოდ საკუთარ უვიცობას და რეგვენობას ავლენენ. თავი ზევით აწიეთ და იცხოვრეთ ისე, როგორც თქვლით საჭიროდ და თვლით, რომ იქნებით ბედნიერი. არანაირი კომპრომისი და დათმობა. არ ამართლებს. არანაირი ქრისტიანული სიკეთის მოტივი. არ ამართლებს. არანაირი - მერე. არ გაქვთ დრო. გინდა ყველაფერი აქ, ახლა, ამ მომენტში და შენთვის. მხოლოდ ეს მიდგომა ამართლებს. ამას გამოცდილებით ვამბობ. არავინ გაატაროთ თქვენზე წინ. ვინც არ უნდა იყოს. ჯერ თქვენი თავი. და სულ გქონდეთ თავში: მე ვარ ყველაზე ლამაზი, მე ვარ ყველაზე მაგარი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა, მადლობა ცხოვრებას იმისთვის, როგორიც ვარ. წარმატებები."-წერს იუნა შაფათავა. 236 2-ს მოსწონს
|