x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რუსეთმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი იარაღის გამოყენება (Newsweek-ი)
image

დასავლურ მედიას მიაჩნია, რომ რუსები აშშ-ის მიერ მიწოდებული RK HIMARS-ის წინააღმდეგ გამოიყენებენ ერთ-ერთ ყველაზე „უძლეველ“ იარაღს უკრაინაში. ეს დასკვნები დადეს ამერიკელმა ექსპერტებმა.


გამოცემა Newsweek-ი ამერიკელი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებას აქვეყნებს და წერს, რომ საბრძოლო სისტემები, როგორიცაა ТОС-1А «Солнцепек» შეუძლია „ძლიერი დარტყმითი ტალღის“ გამოწვევა და შენობების განადგურება.


ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი «Солнцепек» არის ორიგინალი ТОС-1-ის ახალი ვერსია, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა რუსეთში ოცზე მეტი წლის წინ, კერძოდ 2001 წელს.



მანამდე იგი მიეწოდებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს - სომხეთს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს, ასევე ერაყს.


გამოცემა Newsweek-ის მტკიცებით, დასავლელი ექსპერტები ТОС-ს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სისტემად მიიჩნევენ. ანალიტიკოს ჯორდან კოენის აზრით, ამერიკული HIMARS-ი ახლოსაც ვერ მივა თერმობარულ იარაღთან, რომელიც აქვს მოსკოვს.


ასე რომ, „სოლნცეპეკს“ მოქმედების გაცილებით დიდი რადიუსის წყალობით შეუძლია მტრის იარაღის მწყობრიდან გამოყვანა, ასევე სიმაგრეების განადგურება.


თავად სისტემა, რომლის სიგრძეც 3, 7 მეტრია, დამონტაჟებულია მუხლუხიან ჯავშანტექნიკაზე, ხოლო პლატფორმას აქვს 360 გრადუსიანი დიაპაზონი.


"სოლნცეპეკს" შეუძლია როგორც ერთჯერადი, ასევე ორმაგი გასროლა. რაკეტების ავტომატური გაშვებას მხოლოდ 6 წამი სჭირდება. ხელით გადატვირთვის შემთხვევაში - ცოტა მეტი, 12 წამი.


როგორც თერმობარულ იარაღს შეეფერება, მას აქვს უკიდურესად ძლიერი და ფართო დიაპაზონის აფეთქებითი ტალღა, რომელიც ეს გამოწვეულია დეტონაციის მექანიზმით და რომლის დროსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჟანგბადს ერწყმის.


როგორც კოენი ირწმუნება, "სოლნცეპეკის" შეჩერება თითქმის შეუძლებელია.

4
1861
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1861
  
2023, 24 თებერვალი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 თებერვალი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 თებერვალი, 20:13
ღმერთო რა სისულელეა, ომის დაწყების პირველი დღიდან იყენებენ და ისე ლამაზად აფეთქებენ უკრაინელები, როგორც დაგიბარებია
0 1 4