x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508412
დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ტანკი
image

ფრანგულ Renault FT-ს, რომელიც შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის დროს, შეიძლება ეწოდოს ყველა დროის საუკეთესო ტანკი. ამის შესახებ ამერიკული გამოცემის 19FortyFive-ის მიმომხილველი პიტერ სიჩიუ წერს.


ავტორი აღნიშნავს, რომ 6, 5 ტონიანი FT არ იყო პირველი ტანკი მსოფლიოში, მაგრამ მისი რევოლუციური მახასიათებელი იყო სრულად მბრუნავი კოშკის არსებობა, რომლის შიგნითაც შეიარაღება იყო განთავსებული.


FT შეიმუშავა ფრანგმა სატანკო პიონერმა ჟან-ბატისტ ეტიენმა, რომელიც ცდილობდა შეექმნა საკმარისი სიმძლავრის ჟავშანტექნიკა სანგრების და ჭურვებისგან გამოწვეული თხრილების დასაძლევად.


image

ავტორი აღნიშნავს, რომ ძრავა და გადაცემათა კოლოფი განლაგებული იყო FT-ის უკანა ნაწილში, ხოლო თავად ორკაციანი ეკიპაჟი წინა მხარეს იჯდა. სიჩიუს თქმით, ფრანგული FT, პირველი ტანკი იყო მსოფლიოში, რომელიც ყველაზე ძალიან ჩამოგავს თანამედროვე ტანკს.



ავტორი იხსენებს, რომ სულ დამზადდა სამი ათასი FT ტანკი, ამ ტანკის ასლები მზადდებოდა აშშ-ში, იტალიასა და სსრკ-შიც.



2022 წლის თებერვალში 19FortyFive-ის მიმომხილველმა ბრენტ ისტვუდმა M1 Abrams-ს ყველა დროის საუკეთესო ტანკი უწოდა.


2021 წელს კი ბრიტანელმა მეცნიერმა ჯეიმს ჰოლანდმა მეორე მსოფლიოს საუკეთესო ტანკად დაასახელა ამერიკული M4 Sherman და არა საბჭოთა T-34, როგორც აქამდე ითვლებოდა.

4
502
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
502
  
2023, 9 მარტი, 23:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 7 მარტი, 23:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 მარტი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 მარტი, 21:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4