x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა თქვა სოსო პავლიაშვილმა ქართულ ფოლკლორზე
image


რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა Cosmo Ranger არხზე ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და მათ შორის ქართულ ხალხურ ფოლკლორზე:




"პატარა საქართველო, ეს გასაოცარი ქვეყანააა... მე ვგულისხმობ ქართულ ფოლკლორს, რომელიც სრულდება ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით, ნახევარტონებში და იქმნება ისტორია, ეს დაუჯერებელია, მაგრამ შენ უმალ უერთდები ღმერთს... ამ მუსიკას იუნესკო იცავს, ეს უბრალოდ ლოცვაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და პატარა საქართველოში, ყოველ კუთხეს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული ფოლკლორი, პოეზია, ფილოსოფია..."


სოსო პავლიაშვილის (დაბ.1964 წელს) მუსიკალური კარიერა იწყება 1988 წლიდან, როდესაც ანსამბლ "ივერიაში" მოხვდა, სადაც ვიოლინოზე უკრავდა, მალე პავლიაშვილმა სიმღერაშიც სცადა ბედი და უკვე ერთი წლის შემდეგ "გრან-პრი" აიღო იურმალას სიმღერის კონკურსზე კომპოზიციით "სამშობლო", ეს ის პერიოდია, როდესაც დაშლის პირას მისულ იმპერიაში ეროვნული მოძრაობები იღვიძებს.



კონკურსზე გამარჯვების შემდეგ პავლიაშვილი მალევე რუსეთში გადაბარგდა და დღემდე აგრძელებს იქ მოღვაწეობას, მან გამოუშვა სამი სოლო ალბომი ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში, მაგრამ შედარებით გამორჩეული ნამუშევრები უფრო 2001 და 2003 წლებში გამოვიდა - "Ждёт тебя грузин" და «О моей любви". შემდგომ ათწლეულში სოსო პავლიაშვილის რეპერტუარს ემატება ისეთი შესანიშნავი სიმღერები, როგორიცაა «Белая фата» და "Помолимся за родителей", რომელიც მის სავიზიტო ბარათად იქცა.

0
1298
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0