x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ცნობილი ჰიტის-Killing Me Softly-ის შემსრულებელი
image

ხავედოვანი ხმის პატრონი, სოულ მომღერალი რობერტა ფლეკი რომლის ბალადები "The First Time Ever I Saw Your Face» (1972), «Killing Me Softly With His Song» (1973) и «Feel Like Makin' Love» (1974), 1970-იან წლებში ჩარტების სათავეში მოექცა და რამდენიმე "გრემის" პრემიაც აიღო, გარდაიცვალა ორშაბათს 88 წლის ასაკში, ამის შესახებ იტყობინება Reuters -ი.


„გული გვწყდება, რომ მშვენიერი რობერტა ფლეკი გარდაიცვალა ამ დილით, 2025 წლის 24 თებერვალს. იგი მშვიდად მიიცვალა საკუთარ ოჯახის გარემოცვაში“, - განაცხადა პუბლიცისტმა ელეინ შოკმა. მომღერლის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

თუმცა 2022 წლის ნოემბერში ფლეკმა განაცხადა, რომ მას დაუდგინეს ლუ გერიგის დაავადება და აღარ შეეძლო სიმღერა.


მომღერალს მიღებული აქვს " გრემის" ოთხი ჯილდო, ხოლო 2020 წელს გადაეცა პრემია "სიცოცხლეში მიღწეული წარმატებისთვის".

ფლაკს ჰქონდა რამდენიმე ნომერ პირველი ჰიტი 1970-იან წლებში და გამოუშვა 20 სტუდიური ალბომი.

1970-იან წლებში ფლეკმა ამჯობინა დონი ჰეთევეითან ერთად დუეტში ჩაწერას. 1979 წელს მისი თვითმკვლელობის შემდეგ, დუეტში პიბო ბრაისონთან ერთად გამოდიოდა.

1991 წელს იგი დაუბრუნდა აშშ-ის ტოპ ათეულს კომპოზიციით "Set the Night to Music", დუეტში მაქსი პროსტთან ერთად.

ფლეკი ცხოვრობდა ნიუ-იორკში, იმავე შენობაში, სადაც ჯონ ლენონი მოკლეს.

0
13
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0