x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მას აქვს ხმა, გარეგნობა, პიროვნება და სახელი... მოიგებს თუ არა, ის მაინც ვარსკვლავია!" - რას წერენ რიგითი ამერიკელები ნუცა ბუზალაძეზე
image

ნუცა ბუზალაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მომღერალია, რომელიც American Idol-ში მონაწილეობს. ნუცა დაწყების დღიდან წარმატებით ასპარებს და გულს უხარებს როგორც ქართველ საზოგადოებას ასევე მის გულშემატკივრებს. ნუცამ მესამე ტურზე ცნობილი კოპოზიცია I Surrender შეასრულა, რის შემდეგაც ჟიურის წევრი, ლეგენდარული ლაიონელ რიჩი ფეხზე წამოუდგა და შემდეგ მას ფეისბუქ სტატუსიც მიუძღვნა:


"When we say we have the best talent year after year, it’s because it’s the truth! Nutsa Buzaladze turns up the heat SUNDAY NIGHT! #AmericanIdol #HollywoodWeek“ "


ნუცას სიმღერით აღფრთოვანებულები არიან რიგითი ამერიკელი მსმენელებიც:




"ღმერთო! ეს ალბათ საუკეთესო სეზონია"


"ის ვარსკვლავია! მას აქვს ხმა, გარეგნობა, პიროვნება და სახელი. მოიგებს თუ არა, ის მაინც ვარსკვლავია!"


"ნუცა საოცარია! ის მართლაც ძალიან იხვეწება და შეიძლება ფინალამდეც გავიდეს, თუ გააგრძელებს ასეთ შოუებს. ის ნამდვილად არის ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანი, რომელიც არასოდეს გამიცრუებს იმედებს."


"ღმერთო! ეს ალბათ ყველაზე დიდი AI სეზონია დღემდე!!! ამ წელს ტალანტების რაოდენობა სამყაროს მიღმაა!! ანუ მხედველობაში მყავს ...მიდი ნუცააააა?"


"ეს არის American Idol-ის საუკეთესო ნაწილი, როდესაც ყველზე ნიჭიერები აველნენ იმას, რაც აქვთ. ის შესანიშნავია."


"სამჯერ ვუყურე მის სიმღერას. პირველად შოკში ვიყავი, მეორედ ვკანკალებდი და მესამედ ვკანკალებდი. მან უბრალოდ უკვე მოიგო"


"არასოდეს მინახავს არც ერთი კონკურსანტი, რომელიც მზად არის გახდეს ვარსკვლავი. მისი ვოკალი საოცრად კარგია და მის სცენაზე ყოფნას ბადალი არ ჰყავს.შესანიშნავია!"


"ყველაზე რთული სიმღერა, ყველაზე რთულ რეესტრში."-წერენ კომენტარებში.



"I Surrender" არის პუერ ბალადა დაწერილი ლუის ბიანკანიელოსა და სემ უოტერსის მიერ და ჩაწერილი კანადელი მომღერალის სელინ დიონის მიერ მეშვიდე ინგლისურენოვანი სტუდიური ალბომისთვის, A New Day Has Come (2002). მდიდრულად ორკესტრირებული სასიყვარულო სიმღერა, შეყვარებულ კაცზე, რომელიც ყველაფერს დათმობს საყვარელთან ყოფნისთვის.


"I Surrender" -ის უამრავი ქავერ-ვერსია არსებობს, მათ შორის აქტიურად გამოიყენება სიმღერის კონკურსებზე, მათ შორის American Idol-ში, იმდენად ხშირად, რომ უკვე ერთგვარად გადაცვეთილიც არის.


0
1436
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0