საზოგადოება "ფრიდონ ნიჟარაძე - "უშგულელი სალვადორ დალი" 2023, 14 თებერვალი, 16:40
ფრიდონ ნიჟარაძე დაიბადა 1944 წელს უშგულში და გარდაიცვალა ასევე უშგულში 2020 წლის 13 ნოემბერს.
იგი გახლდათ გენიალური სიურეალისტი მხატვარი, რომელმაც ნახატების საოცარი სერია შექმნა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო. ამის შემდგომ ერთ წელიწადში, 76 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა. დღემდე მხატვის გენიალური ნამუშევრები სვანეთში, მის მოკრძალებულ სახლში მდებარე სახელოსნოშია გამოფენილი და ხელოვნებისა და მხატვრობის მოყვარულებში დიდ აღაფრთოვანებას იწვევს.
ფრიდონ ნიჭარაძეს ბავშვობიდან მხატვრობისადმი დიდი მიდრეკილება აღმოაჩნდა, უშგულში იზრდებოდა და იმ პერიოდში, როცა ტაძრები ფარეხის ფუნქციას ასრულებდა, უპატრონოდ მიტოვებული ლამარიას ტაძრის ფრესკები ფანქრით მოხატა. რომ წამოიზარდა ქუთაისის სამთო ტექნიკუმში დასაქმდა მაღაროში, სადაც არაერთი ავადმყოფობა გადაიტანა, შემდეგ საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. იქიდან დაბრუნების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სოხუმში გადაანაწილეს, იქ მაინც არ წავიდა და მშობლიურ სვანეთში დაბრუნდა.
მის შემოქმედებას სალვადორ დალის ნამუშევრებს ამსგავსებენ. ფრიდონ ნიჟარაძის თითოეული ნახატი ხანგრძლივ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან მასში თითოეულსა ხაზსა თუ ფერს თავისი დატვირთვა აქვს.
86 1-ს მოსწონს
|